დღეს საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. უამრავმა მშობელმა მოგვწერა და გვითხრა, რომ ბავშვების რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 12 ივნისიდან 19 ივნისამდე რეგისტრაციას შეძლებენ მხოლოდ:
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო ეტაპი კი 19 ივნისის 12 საათიდან დაიწყება. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის. რეგისტრაცია ელექტრონულად ჩატარდება ვებგვერდზე www.kids.org.ge.
თუ თქვენ პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა სიაში არ ხართ, რესგისტრაციას მხოლოდ მეორე ეტაპზე შეძლებთ - ანუ 19 ივნისს.
თამარ იაკობაშვილი