"ნუ ჩარიცხავთ ბავშვს იქ, სადაც არასდროს ატარებთ და მონაცემები შეიყვანეთ თავიდან ბოლომდე..." - ბაღების სააგენტოს პიარის მიმართვა მშობლებს
"ნუ ჩარიცხავთ ბავშვს იქ, სადაც არასდროს ატარებთ და მონაცემები შეიყვანეთ თავიდან ბოლომდე..." - ბაღების სააგენტოს პიარის მიმართვა მშობლებს
ხვალ 19 ივნისს, 12 საათზე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია იწყება. ამ მომენტს მშობლები ჩასაფრებულები ელოდებიან, რათა შვილები სასურველ ბაღში დაარეგისტრირონ. ყოველწლიურად ისმის პრეტენზიები, რომ საიტი ვერ მუშაობს გამართულად, ზოგი რამდენიმე წამში ახერხებს რეგისტრაციის გავლას, მოკლედ მშბლებისთვის ეს დღე დიდ ვნებათაღელვასთანაა დაკავშირებული.

იმისათვის, რომ ბავში მარტივად დაარეგისტრიროთ, ბაღების მართვის სააგენტოს პიარმენეჯერი ნინო გულბათაშვილი მშობლებს რჩევებს აძლევს:

„ყურადღება, ყურადღება! ხვალ, 19 ივნისს, 12 საათზე იწყება რეგისტრაცია ბაღებში.
  • გაითვალისწინეთ, რომ
  • ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა ბაღებში არ არის, ამიტომ, ტყუილად ნუ ჩარიცხავთ ბავშვს იქ,
    სადაც არასდროს ატარებთ, ასევე.
  • თუ ბავშვი ჩარიცხულია ერთ ბაღში, აუცილებლად უნდა ამორიცხოთ თუ სხვა ბაღში რეგისტრაციას აპირებთ.
  • წინასწარ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ადგილების რაოდენობა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, რათა ადგილების არარსებობის შემთხვევაში, მოძებნოთ სხვა ბაღი ვებგვერდზე www.kids.org.ge.
  • საიტზე არ მუშაობს დაკოპირება-ჩასმის (copy-paste) ფუნქცია, ამიტომ მონაცემები უნდა შეიყვანოთ თავიდან ბოლომდე;
  • შეარჩიეთ ის ასაკობრივი კატეგორია, რამდენი წლისაც იქნება ბავშვი 14 სექტემბრისთვის (თუ 16 სექტემბერს ხდება 4 წლის, მაინც უნდა აირჩიოთ 3-4 წლიანი ჯგუფი, რადგან ბავშვი ჯერ 3 წლისად ითვლება).
  • წარმატებები ყველას“.

თეკლა ჟვანია
640
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
marina
0
რატომ არ აქტიურდება სარეგისტრაციო ფორმა?
13:00 / 19-06-2020
მაია კვანჭახაძე
0
12.47 წუთია და ბავშვს ვერ ვარეგისტრირებთ რა ხდება რატომ ართულებთ ამ ყველაფერს
12:48 / 19-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?