ხვალ 19 ივნისს, 12 საათზე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია იწყება. ამ მომენტს მშობლები ჩასაფრებულები ელოდებიან, რათა შვილები სასურველ ბაღში დაარეგისტრირონ. ყოველწლიურად ისმის პრეტენზიები, რომ საიტი ვერ მუშაობს გამართულად, ზოგი რამდენიმე წამში ახერხებს რეგისტრაციის გავლას, მოკლედ მშბლებისთვის ეს დღე დიდ ვნებათაღელვასთანაა დაკავშირებული.
იმისათვის, რომ ბავში მარტივად დაარეგისტრიროთ, ბაღების მართვის სააგენტოს პიარმენეჯერი ნინო გულბათაშვილი მშობლებს რჩევებს აძლევს:
„ყურადღება, ყურადღება! ხვალ, 19 ივნისს, 12 საათზე იწყება რეგისტრაცია ბაღებში.
გაითვალისწინეთ, რომ ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა ბაღებში არ არის, ამიტომ, ტყუილად ნუ ჩარიცხავთ ბავშვს იქ, სადაც არასდროს ატარებთ, ასევე. თუ ბავშვი ჩარიცხულია ერთ ბაღში, აუცილებლად უნდა ამორიცხოთ თუ სხვა ბაღში რეგისტრაციას აპირებთ. წინასწარ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ადგილების რაოდენობა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, რათა ადგილების არარსებობის შემთხვევაში, მოძებნოთ სხვა ბაღი ვებგვერდზე www.kids.org.ge. საიტზე არ მუშაობს დაკოპირება-ჩასმის (copy-paste) ფუნქცია, ამიტომ მონაცემები უნდა შეიყვანოთ თავიდან ბოლომდე; შეარჩიეთ ის ასაკობრივი კატეგორია, რამდენი წლისაც იქნება ბავშვი 14 სექტემბრისთვის (თუ 16 სექტემბერს ხდება 4 წლის, მაინც უნდა აირჩიოთ 3-4 წლიანი ჯგუფი, რადგან ბავშვი ჯერ 3 წლისად ითვლება). წარმატებები ყველას“.
თეკლა ჟვანია