ბევრ მშობელს აინტერესებს, როდის განახლდება საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ აღსაზრდელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს. კითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ.
"განსაზღვრულია, რომ 14 სექტემბერს უნდა დაიწყოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. თუმცა, სააღმზრდელო პროცესი განახლდება მას შემდეგ, რა მთავრობა ოფიციალურად გასცემს დავალებას. ჯერჯერობით, აუცილებლად შესასრულებელი რეგულაციების სია არ გვაქვს და როგორც კი შესაბამისი ორგანოებიდან ოფიციალურ დოკუმენტს მივიღებთ, ინფორმირებული იქნება ყველა მშობელი და მასწავლებელი", - განაცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
თამარ იაკობაშვილი