რა ეკრძალებათ მშობლებს და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ საბავშვო ბაგა-ბაღებს ახალი სასწავლო წლიდან
რა ეკრძალებათ მშობლებს და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ საბავშვო ბაგა-ბაღებს ახალი სასწავლო წლიდან
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რისი დაცვაც საბავშვო ბაგა-ბაღებს მოუწევთ. არსებული რეკომენდაციებით:

"იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და, შესაბამისად, შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შესწავლა შრომის ინსპექციის მხრიდან, ასევე სხვა საზედამხედველო უწყებების მხრიდან. ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პატარებთან ურთიერთობისას.
წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. ვინაიდან, მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ზარი ბაღის წარმომადგენელთან და ითხოვოს, რომ შესასვლელში მოხდეს ბავშვის გაყვანა. ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული თითოეულ ჯგუფში. იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან. ასევე, აკრძალულია ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულად განსახორციელებელია. რეცხვის მიმართ, მათ შორის, სათამაშოების მიმართ დადგენილია, რომ 37 გრადუსზე უნდა მოხდეს დარეცხვა და შემდგომ მისი გაშრობაც. დეტალური პროტოკოლი მიმდინარე კვირაში იქნება გამოქვეყნებული."- აღნიშნეს საკოორდინაციოს საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრიდან განახლდება.

თამარ იაკობაშვილი

2633
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Nata
0
Arc me vetanxmebi! Vis bavshvsac ujirda siaruli bagshi sul agar ivlis
08:02 / 29-08-2020
Lela
3
Es ra kanoni me ar vetaxmebi aset kanond hemi shvili sxvas tomhavabaro jgufsi shesayvanat
16:30 / 26-08-2020
მსგავსი სიახლეები