გაიხსნება თუ არა ბაგა-ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან - ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი
გაიხსნება თუ არა ბაგა-ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან - ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი
დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის გარდა სასწავლო პროცესს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები საკლასო ოთახში გააგრძელებენ. დავინტერესდით, განახლდება თუ არა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღებში. ამის გასარკვევად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ.

"ბაღები მზადყოფნაშია, თუ საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას, არაფერი შეიცვლება. ვმუშაობთ არსებული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და ვემზადებით გახსნისთვის."-გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

არსებული ინფორმაციით, ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

თამარ იაკობაშვილი
42672
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები