"ქუჩაში, ეზოში, ტრანსპორტში უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე ბაღში" - აპირებენ თუ არა მშობლები შვილების ბაღებში გაშვებას
"ქუჩაში, ეზოში, ტრანსპორტში უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე ბაღში" - აპირებენ თუ არა მშობლები შვილების ბაღებში გაშვებას
ორშაბათს, 12 ოქტომბრიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ბაღის გახსნა იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რეკორდული ციფრებია, ბევრ მშობელს აგდებს საგონებელში. გაუშვან თუ არა შვილები ბაღში, რამდენად უსაფრთხოა ეს პატარების ჯანმრთელობისთვის, აქვს თუ არა აზრი არგაშვებას და რა არგუმენტები აქვთ საამისოდ მშობლებს. გთავაზობთ მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს:
  • "მე წავიყვან, საჯაროში შევიყვანე, მაგრამ 24 ბავშვია მასთან, პლუს, ყველა ბავშვს ინდივიდუალურად მიუვიდა ბაღში სახატავი რვეულები ფანქრები, ფუნჯები, პლასტელიმები და ა.შ...ზოგ დედას და მამას უბრალოდ არ გვაქვს ის პირობები, რომ
    ან ძიძა გვყავდეს გამუდმებით აყვანილი ან მუშაობა შევწყვიტოთ რომელიმემ. პლუს, ამ ასაკში ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა უფრო ცუდად აისახება მათ ფსიქიკაზე, მარტის მერეა, ჩემი შვილი ყოველ დღე მეკითხება, არ წავიდა კორონა, ბაღი მენატრება, როდის გაიხსნებაო? 4 წლის არის. ძალიან დასევდიანდა, ენერგიას ვერ ხარჯავს, ურთიერთობა სწყურია თანატოლებთან. მხოლოდ სახლში, გვინდა არ გვინდა, ისე კარგად ვერ მოვამზადებთ წინასასკოლოდ, როგორც საჭიროა. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს"
  • "აუცილებლად გავუშვებ. ბევრად საფრთხეს შეიცავს ეზოები, სადაც ყოველდღე ბავშვების 98 % თამაშობს და მათ გარდა ირევიან უფროსებიც. უწევთ საერთო სათამაშოების გამოყენება ბინძური ხელებით. ამ ეტაპზე ბაღი უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს პირადად ჩემთვის"
  • მეშვიდე კლასს არ უშვებენ სკოლაში და ორმოცი ბაღის ასაკის ბავშვი უნდა შეჰყარონ
    ჯგუფში? რომელი წესების დაცვაზეა ლაპარაკი?
  • "იქ უფრო დაცულები იქნებიან. ისეთი პირობებია შექმნილი, საშიშროება არ არსებობს"
  • "თუ პირობებს დავიცავთო. "თუ"- ზე ვართ დამოკიდებულები და რომ ვერ გამართლდეს "თუ",მაშინ?"
  • "არ ვაპირებ და ცუდი აზრია ბაღების გახსნა ამ პანდემიის დროს!"
  • "ძალიან იმატა ვირუსმა. ასე რომ, ჯერჯერობით თავს შევიკავებ მიყვანაზე."
  • "არა, არ მიმყავს. მგონია, რომ ჯობია სახლში მყავდეს, მარტო კოვიდ 19 კი არა, ეხლა სხვა ვირუსების სეზონიც არის".
  • "ქუჩაში, ეზოში, ტრანსპორტში უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე ბაღში. თუ, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი დავიცავთ წესებს. მიმყავს."
  • "მე ნამდვილად არ გავუშვებდი. ისედაც ვირუსების ბუდეა და დახურულ სივრცეში 40 ბავშვის ერთად ყოფნა როგორ შეიძლება?"
შეგახსენებთ, ბაღის შენობაში მშობლების შესვლა აკრძალულია, როგორც ბავშვის მიყვანის, ისე წამოყვანის დროს. ბავშვს აღმზრდელი ხვდება ეზოში და მას შეჰყავს შენობაში. ყველა ბავშვი გაივლის ასევე ყოველდღიურ თერმოსკრინინგს.
1237
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები