მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათიდან 12 ოქტომბრიდან, დაანონსებული იყო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება, თბილისის რამდენიმე ბაღი აღსაზრდელებს მაინც ვერ მიიღებს. მიზეზი, თანამშრომლების ან მათი ოჯახის წევრების კორონავირუსით ინფიცირებაა. ამის შესახებ ბაღები სოციალუ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას.
იმავე მიზეზით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება 112-ე, 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში.