ემუქრებათ თუ არა საბავშვო ბაღიდან გარიცხვა იმ ბავშვებს, რომლებიც არ დადიან და როგორია საბავშვო ბაგა-ბაღებში დასწრება
ემუქრებათ თუ არა საბავშვო ბაღიდან გარიცხვა იმ ბავშვებს, რომლებიც არ დადიან და როგორია საბავშვო ბაგა-ბაღებში დასწრება
საბავშვო ბაგა-ბაღებში 12 ოქტომბრიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ბაღში სიარული ბავშვების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მიჰყავთ, ხოლო ნაწილი პანდემიის პირობებში თავს იკავებს შვილის სააღმზრდელო დაწესებულებაში გაშვებისგან. დავინტერესდით, როგორია დასწრება და ხომ არ ემუქრებათ იმ ბავშვებს ბაღიდან გარიცხვა, რომლებიც არ დადიან. საკითხზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს ვესაუბრეთ:

"საბავშვო ბაგა-ბაღებში დაახლოებით 47%-იანი დასწრებაა. გაცდენების შემთხვევაში, ინდივიდუალურად განვიხილავთ ყველა შემთხვევას. მშობელმა განცხადება უნდა დაწეროს დირექტორის სახელზე და მასთან ერთად ისაუბროს პრობლემაზე. ვფიქრობ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა
მშობლებისგან, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. გარდა ამისა, მადლობა, ჩვენს 11 ათას თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. საბავშვო ბაღების ეზოებში ღია კარის დღეები გავმართეთ და ის ბავშვები, რომლებიც პირველად მოდიოდნენ ჩვენს დაწესებულებებში, წინასწარ გავაცანით აღსაზრდელებს. ასე რომ, პატარებისთვის ნაკლებ სტრესულად გადავიტანეთ ეს პროცესი. ყველა ის რეგულაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა, ადეკვატურია და ჩვენც აქტიურად შევუდექით მის აღსრულებას", - გვითხრა კახაბერ გვანცელაძემ.

თამარ იაკობაშვილი

11123
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ტატა
21
8 თვეა ტყუილად უხდიან ბაღის თანამშრომლებს ხელფასს,რატომ უხდიან,ისიც კიდევ სულ ოცნების ხალხით ყავთ დაკომპლექტებული.
21:37 / 16-10-2020
ეჰ
1
ნეტა სიცხე არ ჰქონდეთ, რა ინდივიდუალურად განვიხილავთო? აბა გაგანია კორონა ვირუსის დროს ბაღში ბავშვი როგორ უნდა ატარო, როცა ოჯაში გყავს ვიღაც ვინც დაიტოვებს?!
13:20 / 16-10-2020
მსგავსი სიახლეები