ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ 11 დეკემბერს იმ სასაჩუქრე ნაკრების ნიმუში წარადგინა, რაც აღსაზრდელებისთვისაა გათვალისწინებული:
- შოკოლადის მინი ფილა 13 გრ-იანი ბარამბინო - 3 ცალი;
- ვაფლი ბატონი ხრაშუნა 30 გრ - 1 ცალი, ვაშლის ბატონი ტრიუფელი 30 გრ - 1 ცალი;
- შოკოლადის ბატონი ბარამბინო რძე 20 გრ - 1 ცალი, შოკოლადის ბატონი ბარამბინო კაკაო 20 გრ - 1 ცალი;
- შოკოლადის კანფეტი - 5 სახეობა, ჯამში 100 გრ;
- კარამელის კანფეტი - 4 სახეობა სხვადასხვა შიგთავსით, ჯამში 170 გრ ;
- ჟელეს კანფეტი - ჯამში 50 გრ;
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვკითხეთ, როდის ან რა ფორმით შეძლებენ მშობლები ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრის წაღებას, სადაც განგვიცხადეს:
"იმისათვის, რომ ბაგა-ბაღებში არ შეიქმნას ხალხმრავლობა, მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების წაღება შეეძლებათ ახალ წლამდე, თბილისის მერიის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტით გათვალისწინებულ პროდუქტებთან ერთად", - გვითხრეს სააგენტოში.
თამარ იაკობაშვილი