როდის გაიხსნება საბავშვო ბაგა-ბაღები - მშობლები

როდის გაიხსნება საბავშვო ბაგა-ბაღები

2021-02-04 07:28:14+04:00

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლები სასწავლო პროცესს სასკოლო ოთახებში განაახლებენ. თუმცა, მას არაფერი უთქვამს საბავშვო ბაგა-ბაღებზე.

როდისთვის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, კითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ გახსნის ოფიციალურ თარიღად პირველი მარტი რჩება. თუმცა, ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.

სააგენტოში ასევე აღნიშნეს ისიც, რომ ბაგა-ბაღები მზადაა გასახსნელად და ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

თამარ იაკობაშვილი