პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლები სასწავლო პროცესს სასკოლო ოთახებში განაახლებენ. თუმცა, მას არაფერი უთქვამს საბავშვო ბაგა-ბაღებზე.
როდისთვის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, კითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ გახსნის ოფიციალურ თარიღად პირველი მარტი რჩება. თუმცა, ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.
სააგენტოში ასევე აღნიშნეს ისიც, რომ ბაგა-ბაღები მზადაა გასახსნელად და ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.
თამარ იაკობაშვილი