იხსნება თუ არა საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან - სააგენტოს პასუხი
იხსნება თუ არა საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან - სააგენტოს პასუხი
ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ჯერ კიდევ იანვრის თვეში განაცხადა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესის აღდგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი. მას შემდეგ კორონავირუსის გამო დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა, მათ შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა. თუმცა, საბავშვო ბაგა-ბაღების მუშაობის განახლების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. იმ ფონზე, რომ პირველ მარტამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ძალიან ბევრ მშობელს უჩნდება კითხვა, მოამზადონ თუ არა ბავშვები პირველ მარტს ბაღებში გასაშვებად.
სოციალურ ქსელებში კი მშობლები წერენ, რომ ბაღის მასწავლებლების თქმით,
1-ში სააღმზრდელო პროცესი ახლდება.
  • "იხსნება ახლა გვითხრა მასწავლებელმა"
  • "წერილი მიიღეს სააგენტოდან ბაღებმა, რომ იხსნებიან"
  • "იხსნება, მასწავლებელმა მოგვწერა დღეს"
  • "დაგვირეკეს, რომ იხსნება"
  • "პირველიდან მასწავლებლები შევლენ, მოაწესრიგებენ და 15 მარტიდან ბავშვებიო" - ასეთი კომენტარები საკმაოდ ბევრია დედებისთვის განკუთვნილ სოციალურ ჯგუფებში.
რა ხდება სინამდვილეში, იწყება თუ არა საამზრდელო პროცესი 1-ელ მარტს - კითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ.

სააგენტოში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია, განახლდება თუ არა პირველი მარტიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს დღეებში მიიღებენ. 
"არავითარი წერილი ბაღებში არ გაგვიგზავნია და ვერც დირექტორები შეძლებენ სააღმზრდელო პროცესის დამოუკიდებლად განახლებას" - ამბობენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ
სკოლების გახსნის შემდეგ მომდევნო ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, თუმცა მინისტრს თარიღი არ დაუზუსტებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის კორონავირუსის ფონზე არსებული რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია და როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, ყველა ბაღი მზადაა, კვლავ განაახლოს მუშაობა.

თამარ იაკობაშვილი

alt"შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – სასწავლებლები... მშვიდობით მიდის პროცესი" - განათლების მინისტრი განახლებულ სასწავლო პროცესზე


16432
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები