კერძოდ, საბავშვო ბაღები, როგორც საჯარო, ისე კერძო, პირველი მარტიდან აღადგენენ მუშაობას, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი ხვალიდან ამოქმედდება.
15 მარტიდან ამოქმედდება სპორტული და სახელოვნებო წრეები.
სარეპეტიციო და სპორტული ვარჯიშები 15 მარტიდან დაიწყება, ხოლო შეჯიბრებები, კონცერტები, წარმოდგენები მაყურებლის დასწრებით 1-ლი აპრილიდან გაიმართება.
თამარ იაკობაშვილი