- ჩემ შვილს ძალიან უყვარს ბაღის მასწავლებელი. ასე, რომ სიხარულით მიკუნტრუშებდა ბაღში.
- ჩემს შვილს ძალიან არ უნდოდა წასვლა, არადა უპრობლემოდ დადიოდა.
- როდესაც ვუთხარი ბაღი იწყება-თქო, სიხარულით ცას ეწია. როგორც იქნა მოვიდა ორშაბათი. რომ გავიღვიძე, ის უკვე მზად დამხვდა, ხომ არ მაგვიანდებაო. დავაწყნარე და მივიყვანე ბაღში, ექიმმა სიცხე გაუზომა, სითხე დაასხა, შეიყვანეს ბაღში. უკან არც მოუხედავს, ისე წავიდა.
- ისე უხაროდათ ბაღში მისვლა, არაფერი წარმოადგენდა მათთვის დისკომფორტს.
- ჩვენს ბაღში შესვლისთანავე ისეთი თბილი და სასიამოვნო გარემო გვხვდება, რომ ბავშვი თავისით შედის. ყველაფერი მოწესრიგებილია. ბაღის მთელი კოლექტივი იმდენად თბილად და სიხარულით ხვდება, თავს ევლებიან ბავშვებს.
- ვიყავით და ხვალაც ვაპირებ წაყვანას. შესასვლელშივე გაგვიზომეს სიცხე მეც და ბავშვსაც და შევედით ეზოში. ჩავაბარე მასწავლებელს და წამოვედი. რა სტრესი, ისეთი გახარებული იყო, ჩემკენ არც გაუხედავს, ეგრევე შევარდა.
- მე კერძო ბაღში დამყავს და შენობაში მშობლებს არ უშვებენ. შესასვლელშივე გადის ბავშვი დეზობარიერს, იმუშავებს ხელებს და იზომავს
- ჩემს გოგოს ერთი სული ჰქონდა წასვლამდე და 2 დღეა მეხვეწება, ადრე არ მოხვიდე, ცოტა დააგვიანე, რომ ბავშვებთან ვიყოო. ნორმებიც დაცულია. 205-ე ბაგა-ბაღს ყველა ჯგუფში შესასვლელი გარედანაც აქვს.
- არ მიმყავს, ოჯახში რისკ ჯგუფები გვყავს და მეშინია ვირუსი არ მოუტანოს.
- ბავშვებს თავისი შესაფერისი გარემო მეტად სჭირდებათ. ისეთი ბედნიერი იყო ჩემი ბიჭი, მიხარია უზომოდ, რომ ბაღი დაიწყო. წარმატებები ყველას
- დღეს პირველად წავიყვანე ჩემი პატარა ბაღში. გილოცავთ ყველას და უფალს ვთხოვ, ჯანმრთელად და კარგად გვიმყოფოს შვილები. მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის. რაც შეეხება ვითარებას, წმ. ილია მართლის ბაღში რაც ვნახე, წესებს ზედმიწევნით იცავდნენ.
"მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ბაღებს დაეგზავნათ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც პერსონალი კორონავირუსზე ტესტირებას სახელმწიფო ხარჯებით შეძლებს. თანამშრომელთა 20 პროცენტს PCR-ტესტი, 80% კი ანტიგენის ტესტი 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდება. ასევე, ტარდება ბაგა-ბაღების შენობების დეზინფექცია და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები სააღმზრდელო პროცესის უსაფრთხო და შეუფერხებელი წარმართვის"- გვითხრეს სააგენტოში.
თამარ იაკობაშვილი