საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და აღსაზრდელები და თანამშრომლები მხოლოდ ოფიციალურ დასვენების დღეებში დაისვენებენ. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს.
სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური დასვენების დღეა. ესენია:
3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს აღდგომა 2 მაისსაა, შესაბამისად, 30 აპრილი 3 მაისი დასვენების დღეებია.
ბაღებისგან განსხვავებით, საგაზაფხულო არდადეგები იქნება სკოლებში - 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.
თამარ იაკობაშვილი