ბევრ მშობელს აინტერესებს, როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ბაღებში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სააღდგომო დაუგეგმავი არდადეგების გამო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების თარიღი არ გადაიწევს. ბაღები ტრადიციულად, ივნისის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით იმუშავებენ.
რაც შეეხება საზაფხულო ბაღებს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოაქვეყნებენ და ბაღებში რეგისტრაციის ზუსტ თარიღსაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო გამოაცხადებს.