ყოველ სამ ბავშვზე ერთი აღმზრდელი და ნახევარფაბრიკატები მენიუში - როგორ მუშაობენ საბავშვო ბაღები ევროპაში
ყოველ სამ ბავშვზე ერთი აღმზრდელი და ნახევარფაბრიკატები მენიუში - როგორ მუშაობენ საბავშვო ბაღები ევროპაში


როგორ უნდა იყოს კარგი საბავშვო ბაღი - ამ საკითხზე უამრავი მოსაზრება არსებობს. თუმცა, როგორც წესი, ერთ ქვეყანაში, (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით), ბაღების უმრავლესობაში ერთი და იგივე მიდგომები მოქმედებს. როგორი წესებით მუშაობენ საბავშვო ბაღები განვითარებულ ქვეყნებში და რამდენად განსხვავდებიან ჩვენი ბაღებისგან.


ბელგია - ამინდს მნიშვნელობა არა აქვს

ბავშვს საბავშვო ბაღში 2,5 წლამდე იღებენ, 2,5 წლიდან უკვე სკოლის დაწყებით ეტაპზე გადადის. ბავშვის მისაღებად განსაკუთრებული თარიღებია შერჩეული, როგორც წესი, არდადეგების შემდგომი სასწავლო დღეები. ჯგუფში 15-მდე ბავშვია. ბავშვებთან მუდმივად არის ორი აღმზრდელი და ფიზკულტურის მასწავლებელი.
ბელგიურ საბავშვო ბაღში ბავშვები ნებისმიერ ამინდში გაჰყავთ სასეირნოდ. სეირნობისას აღმზრდელები უბრალოდ აკვირდებიან ბავშვებს, რომ არ დაშავდნენ არ ერთმანეთში არ იჩხუბონ. 
სადილზე მთელი საბავშვო ბაღის ბავშვები ერთად იკრიბებიან და სახლიდან მოტანილი საკვებით იკვებებიან. ზოგიერთ საბავშვო ბაღში ცხელი კერძი დამატებითი საფასური ღირს. საკვები ბაღებში საერთო კომბინატიდან მოაქვთ, რადგან საბავშვო ბაღის უმეტესობას სამზარეულო არა აქვს.
სადილის შემდეგ სათამაშო ოთახში გასაშლელ საწოლებს დგამენ, ვისაც სურს, დაიძინებს, თუ ბავშვს დაძინება არ უნდა, სხვა ოთახში გაიყვანენ სათამაშოდ.
მშობლებს, რა თქმა უნდა აფრთხილებენ, რომ სიცხიანი ბავშვის ბაღში მიყვანა არ შეიძლება, მაგრამ ბაღში მიყვანილ ბავშვს უკან არავინ გამოაგდებს, არც მშობლებს წაუკითხავენ ნოტაციებს. კარანტინსაც არ აცხადებენ.


შვედეთი - ასაკობრივი დაყოფის გარეშე

ბაღში მისაყვანად ბავშვს არ
სჭირდება მიმართვა ან სამედიცინო შემოწმება. მომუშავე მშობლების შვილებისთვის კი გათვალისიწინებულია ღამის საბავშვო ბაღები. ჯგუფში 20-მდე ბავშვია. მათ 3 აღმზრდელი ემსახურებათ. ჯგუფები ასაკის მიხედვით დაყოფილი არაა, ბავშვების დაყოფა მხოლოდ მეცადინეობის დროს ხდება.
ყველა ბავშვი ერთად გაჰყავთ სუფთა ჰარზე. სეირნობა შვედეთის ბაღში უმთავრესია. კარგ ამინდებში ბავშვებს ღია ცის ქვეშ სძინავთ, ჭამენ და თამაშობენ. სეირნობისას ქარი და წვიმა არავის აშინებს. ჩააცვამენ ბოტებს, საწვიმარს და გარეთ გაჰყავთ.
ეზოში ბავშვს არაფერი ეკრძალება: არც ტლაპოში ხტომა, არც მიწაში ამოსვრა და ბალახზე კოტრიალი.
საწოლები საბავშვი ბაღში არა აქვთ. მათ ნაცვლად არის მატრასი და პლედი. წყნარი საათი არ არსებობს, მის ნაცვლად ბავშვები უსმენენ ზღაპარს ან თამაშობენ, ძერწავენ, თუ ბავშვი მოითენთება, მატრასზე დააწვენენ.
ნებიმიერი უსიამოვნო სიმპტომის დროს: მაღალი ტემპერატურა, ხველება და ცემინება, ბავშვი ბაღში მაინც უნდა წავიდეს.

mshoblebi
ინგლისი - ყოველ 3 ბავშვზე თითო აღმზრდელი

ბაღში ბავშვი 3 თვიდან შეჰყავთ. 3 წლიდან ბავშვი სკოლის დაწყებით ეტაპზე შედის. სკოლა პირველ სექტემბერს იწყება და ამ დროისთვის მშობელმა განაცხადი უნდა შეავსოს. ამასთან, ბავშვს სკოლაში იღებენ ზუსტად სამი წლიდან, ანუ ვისაც 1-ლი სექტემბრისთვის შეუსრულდება 3 წელი. თუ ბავშვი 3 წლის 2 სექტემბერს გახდება, ერთი წელი ისევე ბაღში უნდა იაროს. ჯგუფში 8-15 ბავშვია. 1,5-2 წლამდე ყოველ სამ ბავშვს თითო აღმზრდელი ჰყავს. 3 წლიდან 5-8 ბავშვს - თითო.
საბავშვო ბაღები მუშაობენ ყოველდღე, დილიდან საღამომდე, არდადეგების გარეშე.
ინგლისში მიაჩნიათ, რომ 1 წლის შემდეგ ბავშვს სადილის შემდეგ ძილი აღარ სჭირდება. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ხალიჩა და პლედი მზად აქვთ. ერთ ოთახში ბავშვები ჭამენ კიდევაც და თამაშობებ კიდევაც. ბავშვებს თავისუფლად შეიძლება აჭამონ ფრი და ჰამბურგერი. ზოგიერთ ბაღში მშობლები სადილს თან ატანენ ბავშვს. ბაღში მხოლოდ რძე, ტკბილეული და ხილი აქვთ.
პიჟამა არავის აქვს, რომელი სამოსითაც მოვიდნენ, იმით იძინებენ. ხველება და სურდო ბაღის გაცდენის მიზეზი არაა. 5-წუთიანი დაგვიანების გამო მშობლებმა ახსნა-განმარტებითი ბართი უნდა დაწეროს. თუ მშობლებს ბავშვის რამდენიმე დღით შინ დარჩენა სურთ, ბაღის ადმინისტრაციას წერილობით უნდა მიმართონ.


ირლანდია - ტელევიზორი და ფასტფუდი

ბაღში ჩვილებსაც კი იღებენ, 4 წლიდან ბავშვს სკოლაში უშვენენ, ჯგუფში 6-12 ბავშვია. მათი მეთვალყურეობა 1-3 ძიძას ევალება. რაც უფრო პატარები არიან, მით მეტია უფროსი.
ყველა ასაკის ბავშვი ეზოში ერთად გაჰყავთ. სეირნობენ ნებისმიერ ამინდში. გამოსაცვლელი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არა აქვთ. თუ ქუჩაში ტალახია, ოთახში ბავშვები ფეხშველა დადიან. გაცივებული ბავშვები ბაღს არ აცდენენ. გამონაკლის წარმოადგენს გადამდები ინფექციური დაავადებები: წითელა, ყბაყურა, კონიუნქტივიტი. ბავშვების მენიუში ნახევარფაბრიკატებიც შედის, ბაღში შეუძლიათ შეაცხელონ ის საკვები, რაც ბავშვს შინიდან გამოატანეს. ყველა ოთახში არის ტელევიზორი, რომელსაც ბავშვები დიდი ხანი უყურებენ.
ბავშვები ქუჩაში გადიან იმ სამოსით, რაც თავად სურთ. ზამთარში შეიძლება ქუდისა და ქურთუკის გარეშეც გავიდნენ. მიაჩნიათ, რომ ასე ბავშვი გაკაჟდება. მშობლებსაც არ აქვთ პრეტენზია. 


ესპანეთი - საათობრივი მომსახურება

ბავშვები საბავშვო ბაღში 4 თვიდან შეჰყავთ; უფრო ხშირად 6-დან, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, როცა 1 წლამდე ბავშვი სახლშია. ბაღში მიყვანამდე ბავშვს უნდა ჩაუტარდეს აცრები. ბავშვის ბაღში ყოფნა სხვადასხვა დროს შეიძლება: დილის 9-დან 12-მდე, სადილობის გარეშე. 9-დან 13 საათმდე სადილობით და 9-დან 17 საათამდე - ძილითა და სადილობით. თუ დილით გსურთ ბავშვის ბაღში ტარება, შეგიძლიათ დილის 7-დან 9 საათამდე.
ჯგუფში 15 ბავშვია (უფრო ხშირად 10). თითო ჯგუფში 1 აღმზრდელი და 2 ძიძაა (ან ერთი ინგლისურის პედაგოგი). ჯგუფში ბავშვები დაყოფილი არიან 6-თვიანი ასაკით. სახელმწიფო ბაღები უფასოა, საჭიროა მხოლოდ პირველადი შენატანი - 70 ევრო. კერძო საბავშვო ბაღი ფასიანი, თუმცა ძიძის დაქირავება უფრო ძვირია.
მედპერსონალი ბაღში არაა, თუმცა ბევრ ბაღს კონკრეტულ სამედიცინო კომპანიასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და დახმარებასაც საჭიროების შემთხვევაში უწევს.
სიცხიანი ბავშვი მიიყვანოთ თუ არა ბაღში, მშობლის გადასაწყვეტია. კარანტინი ესპანურ ბაღში არ არსებობს. სახელმწიფო ბაღებში გაცდენილი დღეების გამო სამედიცინო ცნობას არ სთხოვენ, მაგრამ კერძოში, თუ ბავშვი ბაღში სადილობდა, გაცდენილი დღეების საფასურს ადმინისტრაციაში უკან დაუბრუნებენ.
ბავშვები ერთ ოთახში ჭამენ და თამაშობენ. ვისაც დაძინება სურს, გასაშლელ საწოლს უდგამენ. საბავშვო ბაღის მენიუ მრავალფეროვანია: თევზი, ქათამი ან ხორცი, ბოსტნეულის რაგუ, იოგურტი, ხილი. მენიუს ერთი თვით ადრე მშობლები ადგენენ (მშობლემა უნდა განაცხადში აღნიშნოს რომელ პროდუქტზე აქვს ბავშვს ალერგია). თუ ბავშვი საბავშვო ბაღში სადილობამდე რჩება, მას იოგურტით, ხილითა და ორცხობილით გაუმასპინძლდებიან.
პედაგოგი ყოველ საღამოს აღწერს ბავშვის კვებას, თუ ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში იოგურტს არ ჭამს, მშობლებს შეატყობინებენ. აგრეთვე, აღმზრდელმა უნდა ჩაინიშნოს, როგორ იქცეოდა ბავშვი, რა წარმატებები აქვს და როგორ გრძნობდა თავს; აღწერას ფოტოც უნდა დაურთოს.
აღმზრდელი ყურადღებითაა მშობლის თხოვნისადმი. თუ სურთ, ბავშვი ქოთანს მიაჩვიონ, აღმზრდელმა ყოველდღე უნდა აღწეროს ქოთნის გამოყენების პროცესი. დირექტრორი და ადმინისტრატორი ყოველ დილით კართან ხვდებიან ბავშვებს, ესაუბრებიან მშობლებს. აღმზრდელი კი ყოველი შეხვედრისას კოცნის ბავშვებს.

4376
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები