დარიგდება თუ არა ბაგა-ბაღებში პროდუქტები, თუ სწავლა არ განახლდება და რას ამბობს ქალაქის მერი სწავლის განახლებაზე
დარიგდება თუ არა ბაგა-ბაღებში პროდუქტები, თუ სწავლა არ განახლდება და რას ამბობს ქალაქის მერი სწავლის განახლებაზე
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლი 4-5 ათასს აჭარბებს. როგორც წესი, ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრისთვის იწყება, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, სწავლის დაწყება გადაიდოს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა ბაღების თანამშრომელთა ვაქცინაცია.

„ჩვენს 5 ათასამდე აცრილ თანამშრომელში ბაღების თანამშრომლებიც შედიან და ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. შევხედავთ, როგორი
მდგომარეობა გვექნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ პატარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები შინ წაიღონ, როგორც ეს წინა სააღმზრდელო წელსაც ხდებოდა.


1462
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები