საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის გამო საბავშვო ბაგა-ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება. ხოლო, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში დაიწყება საკვები პროდუქტების დარიგება აღსაზრდელებისათვის. პროდუქტების გაცემისას კი ყველა რეგულაცია დაცული იქნება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს.
გასაცემი პროდუქტების ჩამონათვალია:
- შაქარი 1კგ
- ფქვილი 1 კგ
- შვრია 1 კგ
- მაკარონი 1კგ
- ხილფაფა 1ც
- ზეთი 1 ლ
- კვერცხი 6
- ჩაი 1ც
- ყველი 0,5კგ
- რძე 2 ლ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის წინა წელსაც მოქმედებდა.
თამარ იაკობაშვილი