"სამ მასწავლებელს ერთად მიჰყავდა... ზუსტად 15 წუთში უკან გამომატანეს... იყო აურზაური, დედა შვილს არ აიყვანდა" - როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ბაღში
"სამ მასწავლებელს ერთად მიჰყავდა... ზუსტად 15 წუთში უკან გამომატანეს... იყო აურზაური, დედა შვილს არ აიყვანდა" - როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ბაღში

სასწავლო პროცესი რეალურ სივრცეში განახლდა. ეს დღე მშობლებისთვისაც ემოციური იყო და ბავშვებისთვისაც. არა მხოლოდ მოსწავლეები, ხანგრძლივი განშორების შემდეგ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც დაუბრუნდნენ ბაღებს. პანდემიის გამო, მშობლებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ აქვთ. ბაღის ბავშვებიც ეზოს კართან ემშვიდობებიან მშობლებს და შენობაში მასწავლებლებს მიჰყვებიან. ეს ახალი წესია, რომელიც კოვიდრეგულაციებმა განაპირობა. როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ბაღებში და გაუჭირდათ თუ არა პატარებს ახალ რეალობასთან შეგუება? ამის შესახებ მშობლები სოციალურ ქსელში წერენ.
„ყველა ტიროდა, მშობლები არ მიდიოდნენ, იყო აურზაური და შეეშინდა, არადა ძალიან უნდოდა“
„ადრე
უპრობლემოდ დარჩა ჩემი, მაგრამ ორი კვირის მერე არ მინდა მასწავლებელიო, ტიროდაა. როგორ უხაროდა და ორ კვირაში შესძულდა, ამიტომ აღარ დამყავს“
„უპრობლემოდ გაჰყვა მასწავლებელს, მოსწონდა თავიდან, დაიწყო თამაში. ბოლოს აჰყვა ბავშვებს ტირილში.“
„ძალიან მშვიდად შევიდა ორივე. უცებ დავეჭვდი, ხომ მართლა პირველად მივიყვანე-თქო, მაგრამ პირველზე დამირეკეს, მოაკითხეო. რომ მივედი, ისეთი ამბავი იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. სხვების ტირილზე ესენიც გადარეულან, თუმცა ადაპტაციის პერიოდი რთული რომ იქნებოდა, ყველამ ვიცოდით.“
„საქართველოში ბაღი სტრესია ბავშვისთვის, აი, ამ სისტემიდან თუ არ დავიწყეთ შენება, არაფერი გვეშველება“
„მასწავლებელი რომ დაინახა, გამოიქცა“
„ჩავლით ვიყავი და ისეთი ამბავი იყოო... ცალკე მშობლები, ცალკე შვილები“
„მშვენივრად, გვეშველა მშობლებსაც და ბავშვებსაც“
„ჩემი საერთოდ არ შევიდა, არ მინდაო“
„გააპროტესტა და წამოვედით სახლში“
„სამ მასწავლებელს ერთად მიჰყავდა“
„სადა ბაღი... გამოვიპრანჭეთ და მოგვაბრუნეს უკან კარიდან. მიზეზი არ ვიცით, 18-მდე გადაგვიწიეს“
„მამიკოს გაეტირა, ეგონა, ერთად დარჩებოდნენ ბაღში“
„ზუსტად 15 წუთში დამიძახეს და უკან გამომატანეს“
"გააპროტესტა და მერე როგორ... ლიფტშიც ვერ შევიყვანე, დავრჩით გამოპრანჭულები სახლში"
"ჩემი ისეთი ბედნიერი იყო, ან აქამდე როგორ იყო უბაღოდ, მიკვირს."

alt”რატომ მიგყავთ ასეთი წერტილები ბაღში? თან მაშინ, როცა სახლში ხართ და არც სწავლობთ და არც მუშაობთ...”

alt"2 წლის ბავშვი, რომელიც პირველად მოდის ბაღში, ეზოდან უნდა გამოსტაცონ დედას? ხომ დაენგრა ფსიქიკა" - როგორ ეხმაურებიან მშობლები ბაღებისთვის დამტკიცებულ ახალ პროტოკოლს




11401
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
ჩემი რომ შევიყვანე, ბაღის მასწავლებელმა ერთ დიდ ოთახში შეკეტა ყველა, კარი გაიხურა და თვითონ მეორე ოთახში გავიდა. 1 სართულის ფანჯრებიდან გარედან მივჩერებოდით მშობლები და გული გვეწურებოდა, ეს ბავშვები ერთმანეთის ზეგავლენით უფრო ტიროდნენ. პატარა ხელუკელბი იმ კარზე ქონდათ მიდებული და ვინ იცის მათ გულებში რა ხდებოდა. აღმზრდელმა 30 წელია ასეთი მეთოდით ვწვრთნი ბავშვებსო, ტირილს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, ყველა ტირის, მერე შეეჩვევიან 2 კვირაშიო
01:04 / 01-11-2021
ია
1
ბაღი იყო ჯოჯოხეთი.. პირველ დღეებში მეუღლეს მიჰყავდა, შედიოდა ბავშვებთან და მათთან ერთად თამაშობდა... ჩემიც და სხვებიც მშვენივრად თამაშობდნენ. შემდეგ მასწავლებელმა რკინის ლოგიკით გამოაბრძანა-ბავშვებს მიფუჭებო.. ჰოდა იყო ქრისტეს ტირილი... ვერ გავუძელით და გამოვიყვანეთ :)
09:26 / 30-10-2021
მსგავსი სიახლეები