რომელ დღეებში დაისვენებენ საბავშვო ბაღები საახალწლოდ - მშობლები

რომელ დღეებში დაისვენებენ საბავშვო ბაღები საახალწლოდ

2021-12-13 07:13:13+04:00

საბავშვო ბაღებში საახალწლოდ 31 დეკემბრიდან 16 იანვრამდე დაისვენებენ. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ეტაპობრივად აღსაზრდელებს ყველა რეგულაციის დაცვით, საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ.

რაც შეეხება საჩუქრის შიგთავსს, ესეც განსაზღვრულია ტენდერის პირობებით. აი, როგორ იქნება ეს ნაკრები:

შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი) ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ. შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ. შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 5 სახეობა) კარამელის კანფეტი სხვადასხვა შიგთავსით (მინიმუმ ოთხი სახეობა ) არანაკლებ 170 გრ. ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ. იგივე დღეებში ისვენებენ საჯარო სკოლებიც. კერძო სკოლებს კი უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ არდადეგების ხანგრძლივობა.

თამარ იაკობაშვილი