თბილისის 192-ე საბავშვო ბაგა-ბაღ "ცეროდენაში" აღსაზრდელებისთვის სახალისო და საინტერესო პროექტი "საცოცი კედელი საბავშვო ბაღში" განახორციელეს, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოქვეყნებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ სიხარულით ერთვებიან ბავშვები აქტივობაში და ცდილობენ ახალი მწვერვალების დაპყრობას.

უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. სიმაღლე სკოლამდელი ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. იატაკზე კი 40-სანტიმეტრიანი დამცავი ღრუბლები აგია. აქტივობა
კედელზე ცოცვა დიდი სიამოვნებაა და გარდა იმისა, რომ მისი აშკარა უპირატესობა სპორტის ფიზიკური ასპექტია, სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლია ბავშვებისათვის როგორც გონებრივ/ემოციურ, ისე სოციალურ ასპექტში.

- კლდეზე ცოცვის პრაქტიკა აძლიერებს ბავშვის ხელებს, ფეხებს და გულის კუნთებს.
- აძლიერებს საერთო ძალას, გამძლეობას და მოქნილობას.
- პრევენციაა სქოლიოზის წინააღმდეგ.
- ასწავლის ბავშვებს ხელების, ფეხების და თვალის კოორდინაციას.
- კარგი გზაა მარცხენასა და მარჯვენას გაგების გასაძლიერებლად.
- კედელზე ასვლით, ისინი დაძლევენ შიშს და ეს, თავის მხრივ, გაზრდის მათ თვითშეფასებას.
- კვლევები ამტკიცებს, რომ კლდეზე ცოცვა ამცირებს შფოთვას და შეიძლება გაზარდოს მეხსიერების მოცულობა.