"ზოგიერთი მოსწავლე სკოლაში ჯერაც საფენებით დადის და საწოვარიან ბოთლს მოიხმარს" - რა გამოავლინა განათლების კომისიამ ბრიტანეთის სახელწიფო და კერძო სკოლებში
"ზოგიერთი მოსწავლე სკოლაში ჯერაც საფენებით დადის და საწოვარიან ბოთლს მოიხმარს" - რა გამოავლინა განათლების კომისიამ ბრიტანეთის სახელწიფო და კერძო სკოლებში

აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში პირვლეკლასელთა ნაწილი საფენებს ბოლომდე გადაჩვეული არ არის, უფროსკლასელები კი ხშირად იჭრებიან გამოცდებზე.
„ამ ყველაფერში დამნაშავეა როგორც პანდემია, ასევე მოძველებული საგანმანათლებლო სტანდარტები, რადგან პრობლემები პანდემიამდეც გვქონდა“ - ამ დასკვნამდე მივიდა ბრიტანეთის საგანმანათლებლო კომისია, რომელიც გასული წლის ივნისში სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ განათლების სისტემაზე პანდემიის გავლენა შეესწავლა და ზოგადი ხარვეზები გამოევლინა. კომისია ცნობილი ბრიტანელი რეფორმატორის, სერ ელტონი სელდონის ინიციატივით შედგა და 22 წევრს აერთიანებს, რომლებმაც გასული სასწავლო წელი შეაჯამეს. მათ კვლევის ფარგლებში გამოკითხეს კერძო და სახელმწიფო სკოლების როგორც ხელმძღვანელები,
ასევე პედაგოგები და მოსწავლეები, შეაჯამეს
გასული სასწავლო წლის შედეგებიც. მიღებული მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო და კერძო სკოლების მიღწევებს შორის განსხვავება კატასტროფულად დიდი აღმოჩნდა.
„გვინდოდა, რომ კომისიას კატალიზატორის როლი შეესრულებინა ცვლილებების დაწყების პროცესში. პანდემია კატასტროფა იყო ბავშვებისთვის როგორც განათლების მიღების, ასევე გონებრივი განვითარების კუთხითაც. სკოლების დაკეტვამ გააღრმავა უთანასწორობა მოსწავლეებს შორის. ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილები საგრძნობლად ჩამორჩნენ შეძლებულ თანატოლებს, კერძო სკოლებმა კი მნიშვნელოვნად გაუსწრეს სახელმწიფო სკოლებს“ - ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ნოტინგემშირის დაწყებითი სახელმწიფო სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვები განვითარების დონითაც ჩამორჩებიან შეძლებულ თანატოლებს.
„ხუთი წლის ბავშვების მესამედი სათანადო განვითარების დონეს ვერ აღწევს და სკოლაში შესვლის დროს კერძო სკოლებში მისულ თანატოოლებს 4-6 თვით ჩამორჩებიან“ - ამბობს დირექტორი.
განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ამბობს: „სკოლაში მოდიან ბავშვები, რომლებიც საკუთარ სახელს ვერ ამბობენ გამართულად. ჩვენი ბავშვების 50% მოსამზადებელ კლასებსა და საბავშვო ბაღებში გადაჩვეული არ არის საფენს და არ იცის ტუალეტის გამოყენება. ჩვენ ვქირაობთ თანამშრომლებს, რათა მათ საფენები გამოუცვალონ. ბავშვების ნაწილი კვლავ იყენებს საწოვარიან ბოთლს. 4 წლისებს არ შეუძლიათ გითხრან, „წყალი მინდა“. ბევრი მათგანი დღემდე სპეციალურ ბავშვთა კვებაზეა“.
პირველკლასელები სრულყოფილად ვერ იყენებენ ჩანგლებსა და კოვზებს. აღმოჩნდა, რომ არც სახლში იყენებენ მათ, ბევრი მათგანი მყარ საკვებსაც არ მოიხმარს.
კომისიამ 3 წლის ბავშვების მდგომარეობაც შეაფასა და დაასკვნა, რომ ბავშვები სრულფასოვნად ვერ დადიან. „მათი კუნთები არ არის სათანადოდ განვითარებული, რადგან მთელი დღეები ეკრანის წინ ისხდნენ. 5 წლისები კი ამერიკული აქცენტით საუბრობენ, როგორც მულტფილმების პერსონაჟები, რომლებსაც გამუდმებით ადევნებენ თვალს“.
ექსპერტების თქმით, მშობლებს ბავშვების სასკოლოდ მომზადებისთვის დახმარება სჭირდებათ, თუმცა ბევრ მათგანს არ სიამოვნებს თავის პირად საქმეში სხვების ჩარევა და მათთან მუშაობა გართულებულია. ექსპერტების აზრით, ამ პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი უფასო განათლებაა, რომელიც კრახის წინაშეა.
კომისიამ პრობლემები დააფიქსირა კერძო სკოლებში. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები გამუდმებულ სტრესში არიან საგამოცდო პროცესების გამო. მოსწავლეების შეფასებით, სკოლის მოთხოვნები სასტიკი და გადაჭარბებულია.
„გამოცდები მორგებულია ადამიანებზე, ვისაც კარგი მეხსიერება აქვს, თუმცა აზროვნების განვითარებას ხელს არ უწყობს“ - ამბობს 18 წლის კაიტ ჯეიმსი, რომელსაც გამოკითხულთა 65% ეთანხმება.

1997
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
თამარი
0
წყარო?
22:05 / 07-07-2022
ლალუკას
0
სად ჩვენთან, თქვენს ოჯახზე ლაპარაკობთ?
21:51 / 07-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები