თუ ამ შეკითხვებზე პასუხები გასცა, ე.ი. მზად არის სკოლისთვის ტესტური გასაუბრება ბავშვთან. ეს შეკითხვები და პასუხების შეფასება ავლენს სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოსოციალურ სიმწიფეს და მზადყოფნას სკოლისთვის.
1. დაასახელე შენი სახელი, გვარი, მამის სახელი.
2. დაასახელე დედის და მამის სახელები, გვარები და მათი მშობლების სახელები.
3. თუ გყავს და ან ძმა? რომელია უფროსი?
4. რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის იქნები ერთი წლის შემდეგ? ორი წლის შემდეგ?
5. ახლა დილაა თუ საღამო? შუადღე თუ დილა?
6. როდის საუზმობ – საღამოს თუ დილას? როდის სადილობ? რა არის უფრო ადრე, სადილი თუ ვახშამი?
7. სად ცხოვრობ? დაასახელე შენი სახლის მისამართი.
8. სად მუშაობს მამა? დედა?
9. გიყვარს ხატვა? რა ფერია ეს ფანქარი?
10. წელიწადის რომელი დროა ახლა – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი? რატომ ფიქრობ ასე?
11. როდის შეიძლება ციგაზე სრიალი – ზამთარში თუ ზაფხულში?
12. რას აკეთებს ექიმი? მასწავლებელი?
13. რა საჭიროა სკოლაში ზარი ან მერხი?
14. გინდა სკოლაში წასვლა?
15. მაჩვენე მარჯვენა თვალი, მარცხენა ყური. რისთვის არის საჭირო თვალები, ყურები?
16. რომელ დროს სცვივა ხეებს ფოთლები?
17. რა რჩება მიწაზე წვიმის შემდეგ?
18. რომელ ცხოველებს იცნობ?
19. რომელ ფრინველებს? ჩამოთვალე.
20. რომელია უფრო დიდი – ძროხა თუ თხა? ჩიტი თუ ფუტკარი? რომელს აქვს უფრო დიდი ფეხი – ძაღლს თუ მამალს?
21. რომელია მეტი – 8 თუ 5? 7 თუ 3? დათვალე 3-დან 6-მდე.
22. რა უნდა გააკეთო, თუ შემთხვევით სხვის ნივთს დაამტვრევ?
23. შენი აზრით, რა არის საინტერესო სკოლაში?
24. სად უკეთესი იქნებოდა სწავლა: სახლში მშობლებთან, სკოლაში მასწავლებლებთან ერთად თუ შინ რომ მოსულიყო მასწავლებელი, ისე?
თუ ამ შეკითხვების უმრავლესობაზე ბავშვმა გასცა ზუსტი და ამომწურავი პასუხი (მაგალითად, დედა აქა და აქ მუშაობს, ამ სპეციალობისაა, ჩემი მისამართი ასეთია... და ა.შ.), ის მომწიფებულია სკოლისთვის. თუ ზოგიერთზე გასცა ამომწურავი პასუხი, სხვაზე – ნაკლებად (მაგალითად, დედა მუშაობს სამსახურში – ეს არ არის ამომწურავი პასუხი), საშუალოდ არის მზად და მისი მიყვანა სკოლაში შეიძლება. ხოლო თუ უმეტესობაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, ნაკლებ არის ფსიქოსოციალურად მომწიფებული სკოლისთვის.