უნდა ასხვავებდეს საგნებს ფორმით, ზომითა და ფერით ამჯერად მათემატიკურ უნარებს შევეხებით. მაშ ასე, რა უნდა იცოდეს 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვმა:
1. 3 წლისამ უკვე უნდა იცოდეს 5-მდე თვლა, თითებს ციფრის შესაბამისად სწორად უნდა გაჩვენებდეთ. უფრო მოზრდილმა - 4 წლიდან, 10-20-მდე უნდა ითვლიდეს.
2. ხუთიდან ერთამდე უკუსვლით თვლა უნდა შეძლოს.
3. უნდა შეეძლოს საგნების დათვლა, მათი პოზიციის დაფიქსირება (პირველი, მეორე, მესამე და ა.შ.).
4. უნდა ცნობდეს 1-დან 5-მდე ციფრებს.
5. ციფრის წინა და მომდევნო ციფრს უნდა ასახელებდეს.
6. საგნების შედარება: "ყველაზე დიდი", "უფრო პატარა", "მეტი", "ნაკლები", "იმდენივე".
7. ფურცელზე უნდა აჩვენოს სივრცეში ორიენტირების უნარი - მაღლა - დაბლა, მარჯვნივ - მარცხნივ, შუაში, მათ შორის...
8. ცნებების ორიენტაცია: დიდი - პატარა, გრძელი - მოკლე, ვიწრო - განიერი, მაღალი - დაბალი.
9. ცნობდეს და ხაზავდეს გეომეტრიულ ფიგურებს: წრე, კვადრატი, სამკუთხედი, მართკუთხედი, ოვალი.
10. უნდა შეძლოს საგნების გეომეტრიულ ფიგურებთან მიმსგავსება.
11. უნდა ასხვავებდეს საგნებს ფორმით, ზომითა და ფერით.
ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"