იქ სწავლის გადასახადი თვეში 350 დოლარია ის, რომ პატარებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარული აუცილებელია, ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა შვილისთვის ბაღის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები თემაა. საქართველოში საჯარო და კერძო ბაღების საკმაოდ ფართო არჩევანია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საჯარო ბაღში მიიყვნათ, საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ, თუმცა გარანტირებული არ გაქვთ, რამდენად კარგ პედაგოგთან და კარგ ჯგუფში მოხვდება თქვენი შვილი.
თუმცა თუ ბავშვის კერძო ბაღში მიყვანას გადაწყვეტთ, საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი არჩევანიდან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ, მათ შორის ადგილმდებარეობის, ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროგრამის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო ბაღების შემთხვევაში სწავლის გადასახადია, რომელიც არცთუ ისე ცოტაა.
თბილისში დღესდღეობით ყველაზე ძვირად ღირებული ბაღი "რედიქსის" ბაღია, სადაც სწავლის გადასახადი თვეში 350 დოლარია. ბაღი მუშაობს 09:00-დან 19:00 საათამდე. ბაღში სწავლის საფასურის დაფარვას განვადებითაც გთავაზობენ. იმ შემთხვევაში კი თუ 10 თვის საფასურს წინასწარ გადაიხდით, წლიური 3 500 დოლარის ნაცვლად, 3000 დოლარის გადახდა მოგიწევთ.
რიგით მეორე ბაღი, სადაც სწავლის საფასური დოლარში უნდა გადაიხადოთ ქართულ-ბრიტანულ აკადემიასთან არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც 3-დან 5 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ სწავლა. სწავლის საფასური თვეში 320 დოლარს შეადგენს. ბაღში ბავშვების განვითარების რამდენიმე სფეროს გთავაზობენ - სოციალურ-ემოციური განვითარება: თვითიდენტურობა, თვითშეფასება, პასუხისმგებლობა, უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობა; ფიზიკური განვითარება: მსხვილი მოტორიკა, ნატიფი მოტორიკა და სენსორულ-მოტორული განვითარება; შემეცნებითი განვითარება: სწავლა და პრობლემების გადაჭრა, ლოგიკური აზროვნება, სიმბოლური აზროვნება და წარმოსახვის უნარი; მეტყველების განვითარება: წერა, კითხვა, მოსმენა, ზეპირი მეტყველება და კომუნიკაცია.
სწავლის საფასურის სიძვირის მიხედვით, მესამე ადგილზე საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლასთან არსებული UG ბაღია. ყოველთვიური გადასახადი აქ 450 ლარია, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მშობელი პატარისთვის შუადღის ძილს არ ირჩევს, მაშინ თვეში 400 ლარის გადახდა მოუწევს. ჯგუფები 15 ბავშვისგან შედგება. სწავლების პროგრამა სიმღერის, ცეკვის, ქართული, ინგლისური და რუსული ენისგან შედგება.
450 ლარია ყოველთვიური გადასახადი საბავშვო ბაგა-ბაღში "ქინდერვილი", სადაც ბავშვებს წლინახევრის ასაკიდან იღებენ. მთავარი მოთხოვნა აქ არის ის, რომ პატარამ სიარული იცოდეს.
ძვირიანი ბაღების რიცხვს მიეკუთვნება ნიუტონის სკოლასთან არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც 5-6 წლის ბავშვებს იღებენ. სწავლის საფასური კი თვეში 420 ლარია. 10 თვიანი სწავლების პერიოდში მშობელს შესაბამისად, წელიწადში 4200 ლარის გადახდა უწევს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყოველთვიური საფასური 350 ლარი საკმაოდ ბევრ ბაღშია. გაგრძელება