საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით მართალია, ზაფხულის დადგომას ყოველთვის დიდი გულისყურით ველოდებით, მაგრამ დასაქმებული მშობლებისთვის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დასრულება დამატებითი პრობლემაა ხდება. ახალი საზრუნავი ჩნდება - სად წაიყვანონ შვილები. ამ გარემოების გათვალისწინებით, ივლისის თვეში, თბილისის ყველა რაიონში საზაფხულო ბაღები იმუშავებს, რომელთა რაოდენობა წელს მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.
საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ივლისისდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია დღეიდან, 10 ივნისის დილის 10 საათიდან დაიწყო და 28 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში.
ქვემოთ მოცემულია საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით.
საზაფხულო ბაღების სია:
1. გლდანი - 48 საბავშვო ბაღი - ჩიქვანაიას 38
2. გლდანი - 205 საბავშვო ბაღი - გლდანის V მიკრორაიონი
3. გლდანი - 1-ლი ლოგოპედიური საბავშვო ბაღი - გლდანის VIII მიკრო რაიონი
4. გლდანი - 184 საბავშვო ბაღი - მუხიანის I მიკრორაიონი
5. დიდუბე - 15 საბავშვო ბაღი - გაფრინდაულის 6
6. დიდუბე - 23 საბავშვო ბაღი - დიღმის მას. IV კვარტალი
7. დიდუბე - 91 საბავშვო ბაღი - წერეთლის 136
8. ვაკე - 1 საბავშვო ბაღი - ფალიაშვილის 34
9. ვაკე - 27 საბავშვო ბაღი - შავშიშვილის 5
10. ვაკე - 85 საბავშვო ბაღი - ვაჟა-ფშაველას 71
11. ისანი - 29 საბავშვო ბაღი - პატარძეულის 1
12. ისანი - 66 საბავშვო ბაღი - გუთნის I ჩიხი
13. ისანი - 182 საბავშვო ბაღი - ვაზისუბნის დასახლება
14. ისანი - 215 საბავშვო ბაღი - ქ.ჩოლოყაშვილის 1
15. კრწანისი -51 საბავშვო ბაღი - გორგასლის 43
16. მთაწმინდა - 170 - შანიძის 28
17. ნაძალადევი - 9 საბავშვო ბაღი -გუდამაყრის 2
18. ნაძალადევი- 43 საბავშვო ბაღი - ლაითურის 64
19. ნაძალადევი - 60 საბავშვო ბაღი - თემქა XI მიკრო III კვარტალი
20. საბურთალო - 198 საბავშვო ბაღი - ი.პეტრიწის 15/ა
21. საბურთალო - საბავშვო ბაღი იმედი - ბახტრიონის 8
22. სამგორი - 28 საბავშვო ბაღი - მესამე მასივი X კვარტალი
23. სამგორი - 45 საბავშვო ბაღი - ჯავახეთის 8/ა
24. სამგორი -16 საბავშვო ბაღი - ბ.ხმელნიცკის 181
25. ჩუღურეთი - 34 საბავშვო ბაღი - გრანელის 17
ციცი ომანიძე