ზოგიერთ ბაღში მშობელს 3 წლამდე ბავშვის მიღებაზე უარი უთხრეს მოგეხსენებათ, ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია პირველ ივლისს იწყება. თუმცა უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ბაღში მშობელს 3 წლამდე ბავშვის მიღებაზე უარი უთხრეს, რამაც რასაკვირველია, ვნებათაღელვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ თამარ კვირიტიას დავუკავშირდით:
- თაკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვებს არ იღებენ ბაღში, მართალია?
- არა, ბაღში ბავშვის მიღების ასაკი 2 წლითაა განსაზღვრული, მაგრამ თუ ბაღს არ აქვს ბაგა-ჯგუფისთვის აუცილებელი პირობები: ორი ოთახი, საძინებელი, საწოლები, მაშინ შეიძლება ბაგის ასაკის ბავშვები არ მიიღოს.
- და ეს რითაა განპირობებული? მიზეზი ის ხომ არაა, რომ სკოლაში მისასვლელი 5-წლიანი ბავშვები ისევ ბაღში დარჩნენ, ამან კი თავისუფალი ადგილები შეზღუდა?
- არა, ჯერჯერობით ამ საკითხს პრობლემა არ შუექმნია, მერე რა და როგორ იქნება, არ ვიცი. ის, რომ ბაგა ზედა ჯგუფების ხარჯზე გაუქმდეს, ამ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია. თუმცა არსებობს ისეთი საბავშვო ბაღები, რომელთაც ბაგა ჯგუფი საერთოდ არ გააჩნიათ.
ციცი ომანიძე