ეს ის ფრაზებია, რომლებსაც მშობელი ხშირად იყენებს და ხელს უშლის უმტკივნეულო ადაპტაციას საბავშვო ბაღში ეს ის 10 ფრაზაა, რომელსაც მშობელი ხშირად იყენებს და ხელს უშლის უმტკივნეულო ადაპტაციას საბავშვო ბაღში. ზოგიერთი აშინებს, ზოგი ატყუებს. გაიგეთ, რომელი ფრაზები უნდა დაივიწყოთ, თუ ბავშვის მიყვანა გადაწყვიტეთ საბავშვო ბაღში, ან უკვე მიიყვანეთ და გსურთ, მალე მიეჩვიოს.
1. “მიეჩვიე დამოუკიდებლად ჭამას, ბაღში არავინ გაჭმევს ხელით“, - ასეთი ფრაზით ვუყალიბებთ უარყოფით წარმოდგენას ბაღზე. უკეთესია უთხრათ: “შენ უკვე შეგიძლია, უკვე დიდი ხარ! ისე მომწონს, როდესაც გიყურებ, როგორ მიირთმევ შენი ხელით“.
2. „აბა მიეცი სათამაშო!- ბაღში მოგიწევს ამის გაკეთება! იქ სათაამაშოები ყველასია“. - ბავშვისთვის ეს არგუმენტი არ არის. ჯობს უთხრათ: “ნახე, იმ ბიჭს როგორ უნდა შენი სათამაშო, მოდი, ვათხოვოთ ცოტა ხნით, ითამაშებს და დაგვიბრუნებს უკან".
3. „ნუ ტირი, გიჩუმდი, თორემ ბაღში წაგიყვან!“ - ასეთი ფრაზის მოსმენის შემდეგ ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა, რომ ბაღი ცუდია და იქ შეიძლება აწყენინონ.
4. “თუ არ დაწყნარდები, მთელი ღამით დაგტოვებ ბაღში". - ბავშვს ეშინია, რომ დედას მისი თავიდან მოშორება უნდა, ე.ი. აღარ უყვარს...
5. „ნუ გეშინია! არ არის საშიში! მასწავლებელი არ დაგიყვირებს!“ 0 ბავშვს კი ასე ესმის: - “ბაღი საშიშია, მასწავლებელი შეიძლება გაგიბრაზდეს!
6. “მე შენთან ერთად ვიჯდები ჯგუფში!“ - თუ მართლა არ აპირებთ მასთან ერთად დარჩენას - ეს მოტყუებაა. ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ მასთან ერთად დარჩენა და ამის შესახებ უთხარით, აუცილებლად უნდა დარჩეთ. არ წამოხვიდეთ მანამ, სანამ ბავშვის თანხმობას არ მიიღებთ.
7. „გიყიდი... თუ ბაღში წახვალ". - ბავშვი მიეჩვევა იმას, რომ ბაღში წასვლის წინ აუცილებლად უნდა უყიდოთ რაიმე და ყოველდღე მოითხოვს თქვენგან პირობის შესრულებას.
8. ნებისმიერი ნეგატივი აღმზრდელებთან, ძიძებთან და საერთოდ ბაღთან, უბრალოდ ინტონაციაც (ბავშვის თანდასწრებით), ბავშვს უყალიბებს უარყოფით წარმოდგენას. თუ თქვენ ნეგატიურად ხართ განწყობილი პედაგოგის მიმართ და ამას აგებინებთ, ე.ი. მასწავლებელი - ცუდია, ამიტომ მათთან დარჩენა საშიშია.
9. “ნუ ტირი! შეხედე, სხვა ბავშვები არ ტირიან! შენ კი..." - არ შეადაროთ ბავშვი სხვას, არავითარ შემთხვევაში. ჯობს უთხრათ: “მოწყენილი ხარ ხომ? არ გინდა დედასთან განშორება? მესმის , მაგრამ მეც მოვიწყენ უშენოდ!“.
10. "ბაღში როგორი მხიარულებაა! იქ იმდენი სათამაშოა! იმდენი ბავშვია, ყველა ერთობა და თამაშობს!" ეს ფრაზები ბავშვში ამაღლებს მოლოდინს და უყალიბდებს წარმოდგენას, რომ ბაღი, მხოლოდ გართობა და მხიარულებაა. ამიტომ ჯობს ყოველთვის უთხრათ სიმართლე. გააფრთხილეთ, რომ ჯერ უნდა გაიცნოს ბავშვები, რომ ბაღში არიან აღმზრდელები, რომლებიც ატარებენ გაკვეთილებს და ყურადღებით უნდა უსმინოს და დაუჯეროს მათ.
ხოლო თუ როგორ უნდა მიეჩვიოს ბაღს და რა უნდა უთხრათ, ეს ნახეთ სტატიაში.