მათ მიეცათ დავალება, რომ 18 ოქტომბრამდე ყველა ბაგა-ბაღმა შეამოწმონ და განახორციელონ გათბობის სისტემების ტესტირება წელს უჩვეულოდ ადრე აცივდა, ამიტომ აქტუალური გახდა საბავშვო ბაღებში გათბობის ჩართვის თემა. ჩვენ შარშანაც გავაკეთეთ ამ საკითხზე მასალა და გავიგეთ, რომ გათბობის ჩართვისთვის არანაირი კონკრეტული თარიღი და არანაირი ბრძანება არაა საჭირო. მთავარია, ბაღის ხელმძღვანელობამ აუცილებლად მიიჩნიოს ცენტრალური გათბობის ჩართვა, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ აღსაზრდელებმა, უკვე საკმაოდ ცივი დღეები, თბილ ოთახებში გაატარონ. ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ თემურ თორდინავას დავუკავშირიდით და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
- ჩემს მიერ გამოცემული იქნა ბრძანება, რომელიც გადაეგზავნა ყველა საბავშვო ბაღს. მათ მიეცათ დავალება, რომ 18 ოქტომბრამდე ყველა ბაგა-ბაღმა შეამოწმონ და განახორციელონ გათბობის სისტემების ტესტირება, რათა შეუფერხებლად მოხდეს ცენტრალური გათბობის ამუშავება. რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა ჩართონ ბაღებმა ცენტრალური გათბობა, ეს საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია და არაა დამოკიდებული იმაზე, სააგნეტოსგან ამასთან დაკავშირებით გაცემული იქნება თუ არა დირექტივა. თუ ბაღის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გათბობის სისტემაში ყველაფერი წესრიგშია და ტემპერატურა დაბალია, შეუძლია ჩართოს გათბობის სისტემა.
- თუნდაც დღევანდელი ტემპერატურის მიხედვით, აქვს თუ არა მშობელს უფლება მოითხოვოს გათბობის ჩართვა?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ ბაღში არის დაბალი ტემპერატურა, ნებისმიერ ბაგა-ბაღს შეუძლია ჩართოს გათბობის სისტემა, თუ ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან. რაც შეეხება გათბობის სეზონს, შარშან ადრე დაიწყო, იქიდან გამომდინარე რომ ადრე აცივდა.. ჩვენი მხრიდან არ გამოიცემა ბრძანება გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით, ეს ბაღების დირექტორებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ.
ციცი ომანიძე