პროგრამის გავლის მსურველები რეგისტრაცია და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს , სპეციალურად ამ პროგრამისთვის ბაღის გადამზადებული მეთოდისტები და აღმზრდელები 5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების შესწავლას დაიწყებენ, რომელიც მათთვის ხელისშემწყობი იქნება სკოლაში ტრანზაციის პროცესის დროს. სასკოლო
მზაობის პროგრამა, რომელიც თამაშით სწავლებას გულისხმობს, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას ითვალისწინებს.
მერიაში მიიჩნევენ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს აღსაზრდელის მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას.
რაც შეეხება საჯარო სკოლებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის პროგრამის გავლის მსურველებს, მათი რეგისტრაცია 12 ოქტომბერს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე - www.kids.org.ge დაიწყო და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"