გულდაწყვეტილი მშობლების კომენტარები და ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი წელს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უჩველო წინასაახალწლო ზეიმი ჰქონდათ. როგორც წესი, დეკემბრის თვეში გამართულ ღონისძიებაზე, ბავშვები ბაღების მართვის სააგენტოს თუ მერიის მიერ გამოყოფილი ნუგბარით საჩუქრდებიან ხოლმე, მეტი ეფექტისათვის, ბაღების უმრავლესობაში, მშობლების თანხობით, იძახებენ თოვლის ბაბუს და სააგენტოს მიერ გაგზავნილ საჩუქრებს მისი ხელით გადასცემენ ხოლმე პატარებს. ისინიც თვალებანთებულები ელიან, როდის გახსნის ხურჯინს სანტა. წელს სამწუხაროდ, თოვლის ბაბუ, ცარიელი ხურჯინით ესტუმრა პატარებს. ბავშვებს უთხრეს, რომ საჩუქრები იგვიანებს.
გუშინ ბაღების მართვის სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე გამოჩნდა შემდეგი განცხადება:
"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წელს საახალწლო საჩუქრები არ გადაეცემათ. გვინდა განვმარტოთ, რომ სააგენტოს მიერ გამოცხადებულია ელექტრონული პროცედურა საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების (ტკბილეულის) შესყიდვის მიზნით. შესყიდვების ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, საბავშვო ბაგა-ბაღებს მიაწოდოს საახალწლო საჩუქრები 28 დეკემბრამდე. შესაბამისად, აღნიშნულ თარიღამდე ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი საახალწლო საჩუქარს მიიღებს".
ამას რასკავირვლია, არაერთგვროვანი რეაქცია მოჰყვა. გთავაზობთ, მშობლების კომენატრებს.
ნინო, მშობელი:
- 28 დეკემბერს საჩუქარი ვის რაღად უნდა? ბავშვები თვალებანთებულები ელოდენენ როდის დაასაჩურებდათ თოვლის პაპა, მაგრამ რად გინდა? სანტას ხურჯინი ჩვარივით გადაკიდებული რომ არ ჰქონოდა, მასწავლებლებმა ქაღალდები ჩაუტენეს და ისე გაუშვეს ბავშვებთან შესახვედრად. ჯერ რა საჩუქრებს უგზავნიდნენ და ახლა ისიც აღარ მისცეს ბავშვებს. ეს სეზონი 30 დეკემბერს მთავრდება, როგორც წესი, ბოლო სამ დღეს, 28, 29, 30 დეკემბერს უმრავლესობა ბავშვს არ მიიყვანს, დაიტოვონ ის კანფეტები და მიირთვან, ორი კვირის შემდეგ ბაღში რომ დაბრუნებდიან ბავშვები, ტკბილეული აღარ ივარგებს. ესე იგი რას ნიშნავს ეს? რომ ჰაერში ყრიან იმ თანხასაც, რაც უნდა გადაიხადონ საჩუქრებში და ბავშვები კი უკვე გულდაწყვეტილები დარჩნენ. ამ ცირკისთვის გამოყოფილი თანხით რომელიმე უმწეო ოჯახს მაინც დაეხმარონ ამ საახალწლოდ. საერთოდ რად უნდათ ეს მასკარადი, ვერ ვხვდები.
თამთა:
- ჯერ ის მიკვირდა, როგორ ვერ აგვარებს მერია და სააგენტო იმას, რომ თოვლის ბაბუა გამოუყოს ბაღებს და ის ორი კვირა მოემსახუროს ბავშვებს-მეთქი, მაგრამ ახლა თოვლის ბაბუას ვინღა ჩივის, სამი ცალი კანფეტი ვერ გამოუგზავნეს პატარებს, რომ ჩვენივე დაქირავებულ სანტა კლაუსს გადაეცა აღსაზრდელებისთვის. მათ ეს უხარიათ, თორემ ალბათ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი იმას არ იფიქრებს, რომ ვინმე მათ მიერ ნაყიდ კანფეტებს ხარბდება. ახლა დაიწყონ საახალწლო სუფრაზე ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკბილეული და იზეიმონ 2016 წლის შემოსვლა, აბა, ბავშვების უმრავლესობას ეგ არ შეხვდება. პირადად მე, ორშაბათიდან აღარ ვაპირებ ბავშვის ბაღში მიყვანას, ჩვენი ჯგუფიდან დაახლოებით 20-25 ბავშვი არ იქნება, მშობლებისგან ვიცი ეს, და რა გამოდის? რომ მათთვის განკუთვნილი საჩუქარი დარჩება ისე, რომ ვერ მიაღწევს ადრესატამდე. როცა ბავშვები დაბრუნეიდან თავისთავად აღარ ივარგებს ტკბილეული. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ასეთ გაკეთებულ საჩუქარს?
რასაკვირველია, ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს ლექსო თოდუას დავუკავშირდით.
- უპირველესად გვაინტერესებს ვის კომპენეტციაში იყო საახალწლო საჩუქრებზე ზრუნვა და რომელმა ორგანიზაციამ გამოაცხადა ტენდერი, მერიამ თუ ბაღების მართვის სააგენტომ?
- ელექტრონული შესყიდვა საახალწლო საჩუქრების თაობაზე, გამოაცხადა ბაღების მართვის სააგენტომ, გამარჯვებული შერჩეულია, ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ ტკბილეული, შოკოლადი.
- რატომ ვერ მოხდა ამ საკითხის დროულად მოგვარება? 28 დეკემბერი ძალიან გვიანია საჩუქრების დასარიგებლად, მით უმეტეს, რომ მთავრდება სააღმზრდელო წელიწადის პირველი ეტაპი და ბევრი მშობელი აღარც აპირებს, ორშაბათიდან, ანუ 28-დან მიყვანოს ბავშვი ბაღში.
- ელექტორნულ შესყიდვას თან ახლავს გარკვეული პროცედურები, რომელიც მოითხოვს დროს, იმისათვის, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მომხდარიყო, პროცესი დროში გაიწელა, შესაბამისად, ელექტრონული პირობებისა და დოკუმენტაციის თანახმად, საჩუქრების დარიგება უნდა მოხდეს 28 დეკემბრამდე.
- ანუ დღეს ან ხვალ? 28 დეკემბერი ორშაბათია...
- ორშაბათს ყველა ბაღს ექნება საჩუქარი.
- და როდის მოხდა ტენდერის გამოცხადება, ანუ რატომ ვერ მოესწრო დროულად ამ საკითხის დარეგულირება?
- დეკემბრის თვეში.
მარიამ ლაღიძე