"შეეშვით თვლას, ანგარიშსა და წერა-კითხვას, დაანებეთ ბავშვებს თავი" - ცნობილი ნეოროფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
"შეეშვით თვლას, ანგარიშსა და წერა-კითხვას, დაანებეთ ბავშვებს თავი" - ცნობილი ნეოროფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
ამ სტატიაში მშობლებს ცნობილი ნეიროფსიქოლოგის, პროფესორ ანა სემენოვიჩი რჩევებს შევთავაზებთ. ანა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია და ბავშვთა ნეიროფსიქოლოგიურ კორექციაზე 20-მდე წიგნი აქვს გამოცემული. ასე რომ, მის რჩევებს ნამდვილად შეგვიძლია ვენდოთ.

-  როგორც ნეიროფსიქოლოგი, რას ფიქრობთ ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებაზე? მაგალითად იმაზე, 3 წლის ბავშვებს წერა-კითხვას და ანგარიშს რომ ასწავლიან?
-  ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს შემიძლია შევადარო 10 წლის ბავშვის სქესობრივ ცხოვრებას. ხომ წარმოუდგენელია? ჰოდა, ზუსტად ასეთივე დაუშვებელი და წარმოუდგენელია 2-3 წლის ბავშვისთვის წერა-კითხვის, თვლისა და ანგარიშის სწავლება. ნაადრევ ასაკში არც
ბავშვის ფიზიოლოგია და არც ფსიქოლოგია არ არის მზად მსგავსი ექსცესებისთვის. ასეთი საგანამანათლებლო პროცედურები ნაადრევ ასაკში მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მიგვიყვანს, სხვა შედეგის მიღება ამ შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს იმდენად ცალსახაა, რომ ამისთვის დამამტკიცებელი საბუთების მოძიება საჭირო არც არის.
არსებობს ტვინის განვითარების ნეიროფიზიოლოგიური კანონები.

ტვინის ენერგეტიკული პოტენციალი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად არის შეზღუდული. თუ ჩვენ მთელ ენერგიას ამა თუ იმ კონკრეტული ასაკისთვის შეზღუდული უნარ-ჩვევებისთვის დავხარჯავთ ეს გამოიწვევს ენერგიის დეფიციტს იმ ფუნქციაში, სადაც კონკრეტულ ასაკში უნდა იყოს მიმართული ეს ენერგია. ანუ მარტივად რომ ვთვქათ, ამ ფუნქციას ტვინი სხვა ფუნქციის დაქვეითების ხარჯზე შეასრულებს.
2-3 წელი ბავშვის სენსომოტორული და ემოციური სფერო ძალიან ჩქარა ვითარდება. თუ ამ ასაკში დაუწყებთ ბავშვს სწავლას,
წერას, კითვხასა და თვლას, თქვენ შეზღუდავთ მის ემოციურ აღქმას ანუ ენერგიას წაართმევთ მის ემოციებს. შეფერხდება ბავშვის სომატონური (სხეულის) განვითარება. თავს იჩენს გარკვეული დისფუნქცია. შესაძლოა ბავშვს მკურნალობაც კი დასჭირდეს.

რაც მთავარია, ენერგიის არასწორად გადანაწილების შედეგები მაშინვე როდი იჩენს თავს და ბოლოს მშობელს ძალიან უკვირს საიდან გაუჩნდა შვილს 7 წლის ასაკში მაგალითად ენურეზი, შიშები, ემოციური შეტევები. ვერავინ იგებს, რატომ გახდა მოულოდნელად მათი შვილი ჰიპერაქტიური ან თუნდაც აგრესიული.

-  და მაინც, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და როდიდან უნდა დავიწყოთ ამის კეთება?
-  ამ შემთხვევაში კითხვას ასე დავსვამდი, რას ნიშნავს ბავშვის სკოლისთვის მომზადება?
თუ ბავშვისთვის დღის გადანაწილების სწავლება სკოლისთვის მომზადებას ნიშნავს, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ამის გაკეთება 2-3 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, რომ დილით უნდა ისაუზმოს, შემდეგ მოდის სადილი, საღამოს ვახშამი და ა.შ. სწავლობს ასევე რომ ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ სხვა ტანსაცმელი აცვია, სტუმრად კი სულ სხვა რამეს იცვამს.
რა თქმა უნდა, თვლა და ასოების ცნობაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა 2-3 წლის ასაკში, ეს მოგვიანებით უნდა გავაკეთოთ. ამის გაკეთებას 5 წლიდან გირჩევთ.
ბევრ მშობელს ჰგონია, რომ შემეცნებითი გაკვეთილები იწყება მაშინ, როდესაც ბავშვი მიუჯდება საწერ მაგიდას, თუმცა ასე როდია, შემეცნებითი გაკვეთილია ისიც, როდესაც ბავშვს ვეკითხებით მაგალითად, რა ყვავილია ეს, რამდენი ფოთოლი აქვს მას და ა.შ. ასე ბავშვი თან სეირნობს, ერთობა და თან სწავლობს ამა თუ იმ საგნის დახასიათებას. ეს არის ნამდვილი, ჯანსაღი შემეცნებითი პროცესი, რომელიც ბავშვს არანაირ სტრესს არ მიაყენებს.
მე გირჩევთ, ბავშვები სკოლაში 6-7 წლის ასაკში მიიყვანოთ, არავითარ შემთხვევაში 5.
იქამდე შეგიძლიათ ატაროთ სხვადასხვა წრეზე, ცეკვაზე, ხატვაზე, ტანვარჯიშზე, კი ბატონო, მაგრამ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, შეეშვით თვლას, ანგარიშსა და წერა-კითხვას. მე არ ვსაუბრობ ბავშვებზე, რომლებიც 4 წლის ასაკში თავად იჩენენ ინიციატივას და სწავლობენ კითხვას. ვამბობ მხოლოდ იმას, რომ სპეციალურად ამის სწავლება არ არის მიზანშეწონილი.  ყველაფერს თავისი დროს აქვს, თქვენი შვილი უცოდინარი არ დარჩება. ნუ იჩქარებთ თქვენი შვილის სკოლაში დროზე ადრე მიყვანას, დაიმახსოვრეთ, მთავარია თქვენ გყავდეთ ჯანმრთელი შვილი, თვლას კი ის აუცილებლად ისწავლის, ერთი სიტყვით, დაანებეთ ბავშვებს თავი!
217325
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
მარინა
1
ჩვენ ბავშვი 1- ლ კლასში შევიყვანეთ 5 წლის და 8 თვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ 1 წლით გვიან უნდა შეგვეყვანა. 13 წლის ხდება და მე-8 კლასშია. ისეთი რთული და დიდი მასალა აქვს სასწავლი, ნამდვილად ჯობდა გვიან მიყვანა
10:18 / 28-12-2019
Natia
3
90 procens ar waukitxavs bolomde teqsti ise datova komentari
12:55 / 19-09-2019
მსგავსი სიახლეები