პირველ რიგში აღიჭურვეთ მოთმინებით, მერე კი... 1. მოუყევით ბავშვს რა ელის საბავშვო ბაღში. განაწყვეთ პოზიტიურად. უთხარით, რომ ის უკვე ისე გაიზარდა, რომ ბაღშიმიდის.
2. იყავით მშვიდად, არ შეგამჩნიოთ ბავშვმა, რომ ნერვიულობთ. წასვლისას სწრაფად დაემშვიდობეთ, რადგან ხანგრძლივი დამშვიდობება მასში გამოიწვევს ღელვას და დიდხანს აღარ გაგიშვებთ.
3. მოიფიქრეთ რამდენიმე ვარიანტი დამშვიდობებისა.
4. თუ ბავშვი მძიმედ განიცდის დედასთან განშორებას, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბებიამ, ბაბუამ ანმამამ წაიყვანოს ბაღში.
5. საბავშვო ბაღს შეაჩვიეთ თანდათანობით. პირველ ხანებში დროზე ადრე გამოიყვანეთ ბაღიდან.
6. ბაღში გაატანეთ საყვარელი სათამაშო.
7. საბავშვო ბაღის შემდეგ გაასეირნეთ პარკში ან საბავშვო მოედანზე. მიეცით საშუალება, ითამაშოს მოძრავი თამაშები, დაიხარჯოს.
8. ოჯახში შექმენით მშვიდი, უკონფლიქტო გარემო ბავშვისთვის.
9. დაინდეთ ბავშვის სუსტი ნერვული სისტემა.
10. შეამცირეთ დატვირთვა ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ასევე შეზღუდეთ ტელევიზორთან და მობილურებთან კონტაქტი.
11. რაც შეიძლება ადრე აცნობეთ ექიმს და მასწავლებელს ბავშვის პიროვნული თავისებურებები.
12. არ ჩაფუთნოთ ბავშვი. ჩააცვით ოთახის ტემპერატურის შესაბამისად.
13. დასვენების დღეებშიც გქონდეთ ისეთივე რეჟიმი, როგორიც საბავშვო ბაღში.
14. ნუ გექნებათ რეაქცია ბავშვის გამოხტომებზე. ნუ დასჯით მას ბავშვური კაპრიზების გამო.
15. თუ ბავშვის ქცევაში აღმოაჩენთ რაიმე ცვლილებებს, მაშინვე აცნობეთ პედიატრს ან ფსიქოლოგს.
16. გამოხატული ნერვული რეაქციების შემთხვევაში რამდენიმე დღე არ წაიყვანოთ ბაღში და შეასრულეთ სპეციალისტის მითითებები.
17. აღიჭურვეთ მოთმინებით.