ჯანდაცვის რეკომენდაცია საბავშვო ბაღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია საბავშვო ბაღებს:
მოზარდი საბავშვო ბაღში ატარებს დღის მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ, საბავშვო ბაღის სათავსოების ჰიგიენასა და გარემო პირობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზრდა- განვითარებაში.
საბავშვო ბაღის ტერიტორია დაცული უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის საშიში გაფრქვევის წყაროების (მაგ.: ნაგავსაყრელი), მაღალი ინტენსივობის საავტომობილო მაგისტრალის, აეროპორტის, რკინიგზის, სხვა ხმაურიანი, აგერთვე ინდუსტრიული ზონების, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მავნე ზემოქმედებისაგან.
საბავშვო ბაღის ტერიტორიის გამწვანებისთვის დაუშვებეულია იმგვარი მცენარეების გამოყენება, რომელთაც აქვთ ეკლები ან შხამიანი ნაყოფი.
საბავშვო ბაღის შიდა ეზო იმგვარად უნდა დაპროექტდეს, რომ პერიმეტრზე განთავსებულმა შენობებმა ხელი არ შეუშალოს მზის სხივის შეღწევას ეზოში.
საბავშვო ბაღებისათვის რეკომენდებულია, ტალახისაგან ფეხსაცმლის გასაწმენდი მოწყობილობის (საფხეკი, ცხაური და სხვა) დადგმა მთავარი შესასვლელის წინ, რაც შეამცირებს საბავშვო ბაღის შიგნით იატაკის დაბინძურებას.
შემოდგომით, ფოთოლცვენისას, დროულად უნდა მოგროვდეს ფოთლები და ჩაიყაროს კონტეინერში ან გატანილ იქნას სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ნაკვეთსა ან კომპოსტირების ადგილზე. დაუშვებელია ფოთლების დაწვა ღია ცის ქვეშ, რადგან წვისას გამოიყოფა ჯანმრთელობისათვის საშიში, მომწამლავი აირები!!!
რეკომენდებულია საბავშვო ბაღის ვესტიბიულში მოეწყოს საერთო საგარდერობო, სადაც დატოვებენ ბავშვები ზედა ტანსაცმელს და არ შეიტანენ ჯგუფურ ოთახებში. იდეალურ შემთხვევაში, თითოეულ ბავშვს უნდა გააჩნდეს საკუთარი კარადა პირადი ნივთების შესანახად.
ჯგუფური ოთახის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2.5-5მ2-ს 1 ბავშვზე გადაანგარიშებით. ყველა ჯგუფურ ოთახს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათებისა და განიავების საშუალება.
მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მზის სხივებით კარგად განათებული ოთახი ხელს უწყობს ბავშვის სწავლასა და განვითარებას. მზის ხილული სხივები აძლიერებენ თავის ტვინის ქერქის აქტივობას, დადებითად მოქმედებენ ემოციურ მდგომარეობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სხვა. ხოლო, არასაკმარისი განათება იწვევს მხედველობის დარღვევას.
საბავშვო ბაღში ჰაერის ტემპერატურა (კლიმატური პირობების მიხედვით) უნდა შეადგენდეს:
• ზამთარში - 210C; მინიმალური ფარდობითი ტენიანობა - 35%.
• ზაფხულში - 24-260C; მაქსიმალური ფარდობითი ტენიანობა - 50%.
წაიკითხეთ ვრცლად: http://bit.ly/2cEDh6W