მოგეხსებათ, ბაგა-ბაღებში წელიწადში მინიმუმ ორჯერ იმართება ზეიმები, რომელსაც აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები... მოგეხსებათ, ბაგა-ბაღებში წელიწადში მინიმუმ ორჯერ იმართება ზეიმები, რომელსაც აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები, შესაბამისად ამ ფაქტს ჰყავს მომხრები და მოწინააღმდეგებიც. ვფიქრობ, ზეიმი პირველი ნაბიჯია ბავშვის მხრიდან საზოგადეობის წინაშე წარდგომის და საკუთარი თავის წარმოჩენის, გარდა ამისა, ამ დროს პატარებში განსაკუთრებული უნარებიც იჩნენე ხოლმე თავს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სულაც არ მოსწონს ეს პროცესი და ალბათ დაძალებაც ზემდეტია. გამოსავალი ინდივიდუალრ მიდგომაშია და არა ერთი ხელით მოსმით აკრძალვაში. იყო საუბარი იმაზეც, რომ თითქოს ზეიმები უნდა აკრძალულიყო, მაგრამ ამას ბაღების მართვის სააგენტო არ ადასტურებს. მეტიც, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას მოადგილე, ნინო ბურძენიძე ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
"ვაქვეყნებ სტატუსად ტექსტს, რომელსაც მეილზე უფრო ვრცლად მიიღებს ყველა ბაგა-ბაღის დირექტორი: "ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ უზრუნველყოთ აღსაზრდელებისათვის გასართობი ღონიძიებების ჩატარება, შეუქმენით ჩვენს საყვარელ პატარებს წინასაახალწლოდ საზეიმო განწყობა, სადაც ბავშვები გაერთობიან, განსხვავებულ ამპლუაში იქნებიან წარმოდგენილები, იგრძნობენ სიხარულს, ბედნიერებას და ეს პროცესი არ იქნება მათთვის დამღლელი. გისურვებთ წარმატებას."
ციცი ომანიძე