სამინისტრომ სასკოლო არდადგების სქემაში ცვლილებები შეიტანა წელს გაანთლების სამინისტრომ სასკოლო არდადეგების სქემაში ცვლილებები შეიტანა და განსხვავებით წინ წლებისგან, საგაზაფხულო არდადეგები 8-15 მარტის პერიოდითგანსაზღვრა, სააღდგომო დასვენების დღეებს კი დიდი ხუთშაბათი გამოაკლო, შესაბამისად, სააღდგომოდ სკოლები წითელ პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს დაისვენებენ.
ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ გაჩნდა კითხვა, შეეხებოდა თუ არა არდადეგებისა და დასვენების დღეების იგივე სისტემა ბაღებს.
ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ საგაზაფხულო არდადეგები ბაღში არ იქნება და სააღმზრდელო დაწესებულებები დაისვენებენ მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეებში - წითელ პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს.
როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები და როგორ დაისვენებენ ბავშვები სააღდგომო დღეებში
ციცი ომანიძე