”თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბოლო მონაცემებით 11000-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული” თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 13:00 საათზე იყო გამოცხადებული. თუმცა უკვე რამდენიმე წუთში მშობლების ძალიან დიდმა ნაწილმა ვეღარ შეძლო ბავშვების დარეგისტრირება, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საპასუხოდ ასეთი განცხადება გაავრცელა:
”თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბოლო მონაცემებით 11000-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყო ტექნიკური შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულია 11 000-ზე მეტი აღსაზრდელი, ხოლო ვაკანტუპრი რჩება 1300-ზე მეტი ადგილი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.kids.org.ge.-ს საშუალებით.
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე კი საბავშვო ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების მეშვეობით მოხდება იმ აღსაზრდელთა დარეგისტრირება, რომელთა რეგისტრაციაც ვერ მოხერხდა ელექტრონულად. ამისათვის, მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ კონკრეტული საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას”.
ციცი ომანიძე