15 იანვრიდან ბავშვებს ცუდი კვება აქვთ თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა და როგორც მშობლები აღნიშნავენ, კვების რაციონში უსიამოვნო ცვვლილებები დახვდათ. ერთ-ერთმა მშობელმა სოცილური ქსელში ფოტოც კი ატვირთა და აღნიშნა, რომ 15 იანვრიდან ბავშვებს ცუდი კვება აქვთ.
"ეს ახალი პროდუქტია ბაღში ! არ გეგონოთ თქვენს შვილებს ღვინო აქვთ მენიუში,უბრალოდ შეფუთვა ვერ იპოვეს და ღვინის შეფუთვით შეტანილი რძე აღმოჩნდა ))) აქ არის ეტიკეტირება დაცული ? აქ არის ღვინის პაკეტი და შიგნით გეუბნებიან ნატურალური რძე არისო !!!
15 იანვრიდან საშინლად დაიწყო ბავშვების კვება" - წერს მშობელი.
ეს ფაქტი ბევრი მშობლისთვის იმდენად დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ იმოდოვნებენ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით mshoblebi.ge თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს დაუკვაშირდა. მათი განცხადებით, ამ თემაზე ახლა დედაქალაქის მერიაში ბრიფინგს მართავს კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და განმარტებებს სწორედ მისგან მოისმენს საზოგადოება.
რუსკა კილასონია