ხარ თუ არა გამბედავი?
1. ცნობისმოყვარე ხარ?
ა) ძალიან - 3
ბ) ზოგჯერ - 2
გ) მგონი არა - 1
2. როცა მშობლები არჩევანს გთავაზობენ, მაგალითად, ზოოპარკში წასვლა გირჩევნია, თუ სათამაშოს ყიდვაო, რამდენად სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას?
ა) უცებ გადავწყვეტ ხოლმე - 3
ბ) დიდხანს ვყოყმანობ - 2
გ) ერთიც მინდა და მეორეც - 1
3. საშინაო დავალების დაწერა ვერ მოასწარი. რას იზამ: შენ თვითონ ეტყვი მასწავლებელს, რომ დავალება არ გაქვს თუ დაელოდები, თავად როდის მოგთხოვს?
ა) მე თვითონ ვეტყვი - 3
ბ) დაველოდები - 2
გ) საერთოდ არ წავალ სკოლაში - 1
4. როგორ ფიქრობ, მორცხვი ხარ?
ა) ძალიან - 1
ბ) ზოგჯერ ძალიან მორიდებული ვარ - 2
გ) ამბობენ, რომ საერთოდ არ ვარ მორცხვი - 3
5. როცა რაღაცას აშავებ, შეგიძლია თამამად აღიარო?
ა) არა, არ შემიძლია - 1
ბ) გააჩნია, რას ვაშავებ - 2
გ) ყოველთვის ვაღიარებ - 3
6. როცა ხედავ, რომ შენს მეგობარს ჩაგრავენ, რას მოიმოქმედებ?
ა) რა თქმა უნდა, დავიცავ მეგობარს - 3
ბ) სიტუაციას გავარიდებ - 2
გ) ხმას არ ამოვიღებ - 1
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები:
18-13 ქულა: ძალიან გაბედული ბავშვი ხარ, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი აქტიურობა და სხვის საქმეში ჩარევა არ ღირს - კონფლიქტები არ აგცდება. თუკი სწორად განსაზღვრავ, თუ სად უნდა იყო გაბედული და სად მორიდებული, წარმატებას ყოველთვის მიაღწევ.
7-12 ქულა: არც ისე გაბედული ხარ. ხშირად გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ბევრს ფიქრობ და ყოყმანობ. არ გიყვარს უცხო და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. შეეცადე, უფრო თამამად გამოავლინო შენი ნიჭი და სილამაზე.
1-6 ქულა: ძალიან მორცხვი ხარ, გამუდმებით იმაზე ფიქრობ, თუ რას იტყვის ხალხი შენზე. იყავი უფრო გაბედული და აქტიური. როცა სხვები ლაპარაკობენ - შენც ილაპარაკე, როცა სხვები ცეკვავენ - შენც იცეკვე, იმღერე და არასდროს მოგერიდოს საკუთარი თავის წარმოჩენა.