გახსოვთ ის მომენტი, როცა სამზარეულოში ბავშვები შევიდნენ და პეპიმ მაჭკატების ცხობა წამოიწყო? პეპის თავის დროზე ჩვენი ბებია-პაპების გულები დაიპყრო, შემდეგ ჩვენი - მშობლების. თუ თქვენმა შვილებმა მის შესახებ უკვე იციან, ამ მაჭკატებს უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. თუ აწი უნდა უამბოთ ამ გმირის შესახებ, ეს ბლინები საუკეთესო დასაწყისი იქნება.
გახსოვთ ის მომენტი, როცა სამზარეულოში ბავშვები შევიდნენ და პეპიმ მაჭკატების ცხობა წამოიწყო? მაჭკატები დაახლოებით იგივეა, რასაც ჩვენ ბლინებს ვეძახით.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ფქვილი; 8 სადილის კოვზი კარაქი; 1. 5 ჭიქა რძე; 3 ცალი კვერცხი; ვანილი და მწიკვი მარილი. ბლინებთან ერთად სუფრაზე მიიტანეთ შაქრის პუდრი ან რომელიმე მურაბა.
მომზადება: ტაფაზე (სასურველია, ის ბლინის იყოს), გაადნეთ 4 ს/კ კარაქი.
ბლენდერში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, 4 ს/კ კარაქი, ვანილი და მწიკვი მარილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაუმატეთ ფქვილი.
დამდნარი კარაქი ღრმა თეფზე გადაიტანეთ. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ბლინის ტაფა. მოუსვით გამდნარი კარაქი.
ბლინის მასა, დაახლოებით კომპოტის ჩამჩით, ფრთხილად დაასხით ტაფაზე და სწრაფად ამოძრავეთ, რომ მთელი მისი ძირი დაიფაროს. სილიკონის ნიჩბით აკურატულად აუწიეთ ბლინებს კიდეები და ფრთხილად გადაატრიალეთ. პირველი გვერდი დაახლოებით ერთ წუთში ცხვება. მეორე - 15-30 წამში. მზა ბლინები მილივით დაახვიეთ და შაქრის პუდრი მოაყარეთ.
ბავშვებს უყვართ ბლინები და სიამოვნებითაც მიირთმევენ. დიეტოლოგები კი გვაფრთხილებენ, რომ ბლინები საკმაოდ მძიმე საკვებია. განსაკუთრებით ბავშვის კუჭისთვის. თუ ბავშვი ერთ ბლინს მაინც შეჭამს, ეცადეთ, რომ იგი სასარგებლო იყოს.
პირველი რჩევა:
შოკოლადის პასტის ან მურაბის ნაცვლად ბავშვს ხაჭოს შიგთავსი მოუმზადეთ. მომზადება: 200 გრამი ხაჭო, 1-2 ს/კ შაქარი, ამდენივე არაჟანი დააბლენდერეთ. დაუმატეთ ქიშმიში, კურაგა ან შავი ქლიავის ჩირი.
მეორე რჩევა:
ბლინები ხილთან ერთად. ბანანი და კივი რგოლებად დაჭერით და ბლინში გადაახვიეთ. უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, ზემოდან შეგიძლიათ გამდნარი შოკოლადი მოასხათ.
მესამე რჩევა:
"ჩართეთ" ფანტაზია და ბავშვებს ბლინებისგან ორიგინალური კერძები მოუმზადეთ. ერთ იდეას ჩვენც გთავაზობთ.
ასეთი მხიარული და დაუვიწყარი დღესასწაული შეგიძლიათ მოუწყოთ ბავშვებს უბრალო ბლინებით.