თუ ჯერ არ იცით, როგორ გაართვათ ამას თავი ან უბრალოდ გინდათ, პატარას ეს სხვამ, უფრო გამოცდილმა ასწავლოს, მხიარულ და კარგ გარემოში, კვირას დაგეგმილი ღონისძიება სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი (თან მინდა გითხრათ, მსგავსი ღონისძიებები აქ ხშირად ტარდება და შეგიძლიათ პატარას ეს სიამოვნება ხშირად მიანიჭოთ).

25 თებერვალს, ჭავჭავაძის 7-ში მდებარე საბავშვო გასართობ ცენტრ ბიბლუსი KIDS-ში, მორიგი მასტერკლასი გაიმართება, რომლის მეშვეობითაც პატარები სხვადასხვა ნივთებისგან ორიგინალური ხელნაკეთი აქსესუარების შექმნას შეისწავლიან.
მასტერკლასი ორ ეტაპად ჩატარდება: 12:00 და 13:00 საათზე. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა შეიძინონ ფოტოზე ნაჩვენები აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 5 ლარს შეადგენს;

რეკომენდებული ასაკია: 5-9 წელი;
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
ტელ: ☎ 597 74 74 01
მის: ჭავჭავაძის 7
"ბიბლუსი გალერეა"
