ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" დღესასწაული ბავშვებისთვის [VIDEO] + FOTO
ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" დღესასწაული ბავშვებისთვის [VIDEO] + FOTO
ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" უკვე 14 წელია პატარა მკითხველს საინტერესო ღონისძიებებზე მასპინძლობს. ამჯერად ჟურნალის რედაქციამ მთწმინდის პარკში გახსნილი კონტაქტური ზოოპარკი შეარჩია საბავშვო დღესასწაულის მოსაწყობად.

ზოოპარკ "ფაუნალენდში" პატარებს საშუალება ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ და ხელით შეხებოდნენ საყვარელ ცხოველებს.
საბავშვო კარუსელმა პატარა სტუმრებს ჟურნალები გადასცა, მხიარული კონკურსები მოუწყო და გამარჯვებულებს ღონისძების პარტნიორებისგან დაწესებული საჩუქრებიც გადასცა.
ნახეთ ვიდეო

კომპანია მარსიანჩის წარმომადგენლებმა კონკურსანტები საბავშვო ვიტამინებით დააჯილდოვეს, საბავშვო მაღაზიათა ქსელმა "შიკ ბებემ" გორგოლაჭებიანი ციგურებით და ფუმფულა
სათამაშოებით გაახარა ბავშვები, ღონისძიების ბოლოს კი პატარებმა აზოტის შოუსა და საპნის ბუშტების შოუში მიიღეს მონაწილეობა.
დაათვალიერეთ ფოტოსლაიდერი


346
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები