ჟურნალის რედაქციამ მთწმინდის პარკში გახსნილი კონტაქტური ზოოპარკი შეარჩია ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" უკვე 14 წელია პატარა მკითხველს საინტერესო ღონისძიებებზე მასპინძლობს. ამჯერად ჟურნალის რედაქციამ მთწმინდის პარკში გახსნილი კონტაქტური ზოოპარკი შეარჩია საბავშვო დღესასწაულის მოსაწყობად.
ზოოპარკ "ფაუნალენდში" პატარებს საშუალება ჰქონდათ ახლოს გაცნობოდნენ და ხელით შეხებოდნენ საყვარელ ცხოველებს.
საბავშვო კარუსელმა პატარა სტუმრებს ჟურნალები გადასცა, მხიარული კონკურსები მოუწყო და გამარჯვებულებს ღონისძების პარტნიორებისგან დაწესებული საჩუქრებიც გადასცა.
ნახეთ ვიდეო
'საბავშვო კარუსელის' საბავშვო დღესასწაული მთაწმინდაზე - ცხოველები, საჩუქრები და საინტერესო შოუ
კომპანია მარსიანჩის წარმომადგენლებმა კონკურსანტები საბავშვო ვიტამინებით დააჯილდოვეს, საბავშვო მაღაზიათა ქსელმა "შიკ ბებემ" გორგოლაჭებიანი ციგურებით და ფუმფულა სათამაშოებით გაახარა ბავშვები, ღონისძიების ბოლოს კი პატარებმა აზოტის შოუსა და საპნის ბუშტების შოუში მიიღეს მონაწილეობა.
დაათვალიერეთ ფოტოსლაიდერი