როგორ უნდა დაამზადოთ ისეთი საპნის ბუშტები, რომლებიც დიდხანს არ სკდებიან? საპნის ბუშტები ყველა ბავშვს უყვარს. ეს უწყინარი და მართლაც მხიარული გასართობია. ნაყიდი საპნის ბუშტების გასაშვები სითხე ძალიან სწრაფად თავდება. გასწავლით, როგორ უნდა დაამზადოთ ისეთი საპნის ბუშტები, რომლებიც დიდხანს არ სკდებიან? თქვენ დაგჭირდებათ "საიდუმლო" ინგრედიენტი, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება.
დაგჭირდებათ:
6 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი სითხე, 1 სადილის კოვზი გლიცერინი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. ქაფიანი მასა უნდა მიიღოთ. ახლა უკვე შეგიძლიათ საბნის ბუშტები გაბეროთ და ჰაერში გაუშვათ.
როგორ მუშაობს? საქმე იმაშია, რომ სანის ბუშტი სამი შრისგან შედგება: საპონი- წყალი-საპონი. საპონში შერეული გლიცერინი ბუშტს მეტად გამძლეს ხდის, არ აძლევს წყალს აორთქლების საშუალებას და ბუშტს - გასკდომისას.