რას აკეთებ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ ან ვინმეს თუ უმბობ შენს პრობლემებზე?
1. ვინმეს თუ უმბობ შენს პრობლემებსა და გულისტკენაზე?
ა) არა, რა საჭიროა, მაინც ვერავინ მიშველის - 3
ბ) მხოლოდ მათ, ვისაც ჩემზე გული შესტკივა - 2
გ) იშვიათად, რადგან ვიცი, რომ ყველას თავისი საზრუნავი აქვს - 1
2. უსიამოვნებებს მტკივნეულად განიცდი?
ა) ყოველთვის ძალიან მძიმედ განვიცდი - 3
ბ) გარემოებაზეა დამოკიდებული - 2
გ) ნებისმიერ უსიამოვნებას ვეგუები - 1
3. რას აკეთებ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ?
ა) ვთამაშობ - 1
ბ) გულის გადასაყოლებლად მეგობრებთან მივდივარ - 2
გ) საკუთარი თავი მებრალება - 3
4. რას აკეთებ, როცა უახლოესი მეგობარი გულს გტკენს?
ა) საკუთარ თავში ვიკეტები - 3
ბ) ყველაფრის ახსნას ვთხოვ - 1
გ) ნებისმიერს ვუყვები, ვინც კი მისმენს - 2
5. როცა ბედნიერი ხარ...
ა) მავიწყდება გულის ტკენა - 2
ბ) ხანდახან მახსენდება - 3
გ) მე ყოველთვის ბედნიერი ვარ - 1
6. რაზე ფიქრობ, როდესაც გაბრაზება გაგივლის?
ა) ყველაფერ კარგზე - 1
ბ) შურისძიებაზე - 3
გ) როგორ ვიტანდი ამდენ ტკივილს - 2
ახლა შეაჯამე დაგროვილი ქულები და წაიკითხე შენი შედეგი
6 ქულა: ადვილად უმკლავდები უსიამოვნებებს, მომხდარის სწორად შეფასება შეგიძლია. დასაფასებელია ის, რომ საკუთარი თავი არ გეცოდება. შენი პიროვნება აღფრთოვანებას იმსახურებს.
7-დან 12 ქულამდე: წუწუნა ვინმე ხარ, გიყვარს პრობლემებისა და უსიამოვნებების სხვაზე მოხვევა. შენთვის აუცილებელია თანაგრძნობა. ეცადე, სხვასთან თავშეკავებული იყო.
12-დან 18 ქულამდე: პრობლემებს ჯერ კიდევ ვერ უმკლავდები, საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი და თავი გებრალება. ცოტა სიძლიერე გამოიჩინე და ყველაფერი კარგად იქნება. არ გეგონოს, რომ უსიამოვნებები ამქვეყნად მხოლოდ შენ გაქვს.