გასუქდები თუ არა?
1. რომელი ხილის წვენს მიირთმევ სიამოვნებით?
ა) ყურძნის - 3
ბ) ვაშლის - 1
გ) ანანასის - 2
2. რას შეჭამდი ახლა?
ა) ხინკალს - 3
ბ) შემწვარ კარტოფილს - 1
გ) მოხარშულ კვერცხს - 2
3. გიყვარს სამზარეულოში ტრიალი?
ა) ძალიან - 2
ბ) არ მიყვარს - 1
გ) სამზარეულოში ცხვირს არ მაყოფინებენ - 3
4. სპორტის რომელი სახეობა მოგწონს?
ა) ფეხბურთი - 1
ბ) თხილამურებით სრიალი - 3
გ) ცურვა - 2
5. რომელ მაღაზიაში გირჩევნია სიარული?
ა) სურსათის - 3
ბ) ტანსაცმლის - 2
გ) სათამაშოების - 1
ახლა შეაჯამე დაგროვილი ქულები და წაიკითხე შენი შედეგი
5-7 ქულა: შენ მსუქანა და ღორმუცელა სულაც არ ხარ. პირიქით, მშობლების ერთ-ერთი პრობლემა შენი უჭმელობაა. კარგი იქნება, თუ ვიტამინებით მდიდარ საკვებს მიიღებ.
8-11 ქულა: მშობლებს წინააღმდეგობას ვერ უწევ, გიჭირს მათი წყენინება და ამიტომ, ხან ვისი და ხან ვისი ხათრით ზომიერად იკვებები.
12-15 ქულა: შენი მშობლები უკვე სერიოზულად არიან შეშფოთებული და ალბათ იმასაც ფიქრობენ, მაცივარს ბოქლომი მოარგონ. მოუკელი ჭამას, თორემ შეიძლება ძალიან, ძალიან გასუქდე!