დააკვირდით, რას ხატავს ბავშვი უფრო ხშირად და ამოიცნობთ მის ხასიათს
ალბათ, როდესაც შენ სიახლოვეს ფანქარი და ფურცელია, სხვადასხვა ფორმის ფიგურებს ხატავ ხოლმე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ მარტივი ნახატებით ან ნახაზებით ადამიანის ამოცნობა ადვილად შეიძლება. მოდი, ახლა ჩავატაროთ მარტივი ტესტი, რომელიც დაგეხმარება, მეტი გაიგო საკუთარი თავის შესახებ იმის მიხედვით, თუ რა ფორმის სხეულებს ხატავ მეცადინეობის ან უსაქმურობის დროს ყველაზე ხშირად.
წრეები და ბეჭდები
- ერთმანეთთან დაკავშირებული ან ერთმანეთში ჩახატული წრეები იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მეგობრული ხარ.
ხეები
- თუ ხეები გაშიშვლებულია, ე.ი.ძალიან დაბნეული ხარ, ადგილს ვერ პოულობ. სქელი, დატოტვილი და ფოთლებიანი ხე კი შენს ენერგიულობასა და ხალისიან განწყობაზე მიანიშნებს.
სპირალები და ხვეულები
- ეს ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა გაქვს, ვერავის ეუბნები, თავად კი გიჭირს საქმის მარტო მოგვარება.
სახლები და გემები
- შენ ზუსტად იცი, რა გინდა და რა გჭირდება, მიზანდასახული ხარ და ყველაფერს თავად აგვარებ.
კვადრატები
- მეტყველებს, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილი ხარ, გიჭირს თანატოლებთან ურთიერთობა.