აბა გააკეთე ეს ტესტი და ვნახოთ, ძუნწი ხარ თუ გულკეთილი
აბა გააკეთე ეს ტესტი და ვნახოთ, ძუნწი ხარ თუ გულკეთილი1. ბებიამ ფული გაჩუქა, რას იზამ?
ა) შენთვის და შენი დის ან ძმისთვის კანფეტს იყიდი (3);
ბ) მეტი საქმე არ გაქვს, ვინმეს რამე უყიდო, ფული შენია და როგორც გინდა, ისე დახარჯავ (1);
გ) ყულაბაში შეინახავ (2).
2. ქუჩაში ფული იპოვე, რას იზამ?
ა) მაშინვე ჯიბისკენ გააქანებ (1);
ბ) მათხოვარს მისცემ (3);
გ) მეგობრებთან ერთად ფუნთუშებს იყიდი (2).
3. შენ ორი ერთნაირი ბურთი გაქვს, შენს მეგობარს - არც ერთი, როგორ მოიქცევი?
ა) აჩუქებ (3);
ბ) მეტი საქმე არ გაქვს, ბურთი ვინმეს აჩუქო (0);
გ) მეგობარს ბურთის ერთად თამაშს შესთავაზებ (1).
4. გადასასვლელზე მოხუცი გადასვლას ცდილობს, შენ...
ა) გადასვლაში მიეხმარები (3);
ბ) თვალს აარიდებ და გზას გააგრძელებ (0);
გ) რომ არ გეჩქარებოდეს, აუცილებლად მიეხმარებოდი (1).
5. მშობლებმა შენს დას ან ძმას ახალი ტანსაცმელი უყიდეს, შენ...
ა) ძალიან გაგიხარდება (3);
ბ) გული გეტკინება (1);
გ) გეწყინება, მაგრამ იცი, რომ მომავალში შენც აუცილებლად გიყიდიან (2)
ახლა კი შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
5-3 ქულა: ბუტია და ძუნწი ხარ. ყველაფერი შენთვის გინდა და სხვისთვის არაფერი გემეტება. სიკეთეს მალე ივიწყებ. მთავარია, შენ იყო კარგად, სხვა ნაკლებად გაინტერესებს. დროზე გამოისწორე ხასიათი, თორემ მომავალში დიდი პრობლემები შეგექმნება.
7-5 ქულა: ყოველთვის ხასიათიდან გამომდინარე იქცევი. თუ კარგ ხასიათზე ბრძანდები, გულუხვი და ყურადღებიანი ხარ. მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მაშინ გულკეთილობა საერთოდ გავიწყდება. ასე არ შეიძლება, ეცადე, გამოსწორდე და მხოლოდ სიკეთე აკეთო.
15-18 ქულა: ძალიან გულკეთილი, მიამიტი და ყურადღებიანი ხარ. გახარებს სხვისი წარმატება, სხვისთვის საჩუქრების გაკეთება სიამოვნებას განიჭებს. ყოველთვის სხვაზე ზრუნავ. ასე გააგრძელე და გახსოვდეს, სიკეთე სიკეთით გადაგეხდება!